შესვლა


მთავარი სიახლეები სიყვარული უსაზღვრო მონატრება
მინი ჩატი
200
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
უსაზღვრო მონატრება


არ ვიცოდი ესე თუ გამიძნელდებოდა...არ ვიცოდი თორემ არ გაგიშვებდი , არ გაგიშვებდი ჩემგან თუნდაც 1 დაბიჯით შორს ჩემსკენ მოგწევდი და ჩაგეხუტებოდი, ჩაგეხუტებოდი ისე რომ გეგრდძნო თუ როგორ ცემს სიყვარულისგან ჩემი პატარა გული, გაგრდძნობინებდი რომ შენ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ხარ, რომ მე შენს გარდა არავინ და არაფერი მჭირდება, უბრალოდ ვერავინ გამაბედნიერებს შენს გარდა....არ ვიცოდი ასე თუ გამიძნელდებოდა თორემ არ გაგექცეოდი, არ გაგექცეოდი მხოლოდ იმიტომ რომ შენგან მეტი სითბო დამჭირდებოდა, არ წავიდოდი შენგან შორს იმ იმედით რომ შენ მოხვიდოდი დამელაპარაკებოდი და მომეფერებოდი...არ ვიცოდი ასე თუ გამიძნელდებოდა თორემ არ ავიფარებდი ყურებზე ხელებს როდესაც შენ რაგაცას მიხსნიდი, მოგისმენდი რაოდენ მძიმე და მოსაბეზრებელი ყოფილიყო ეს ჩემთვის რადგან მომესმინა შენი ხმა, შენი ხმა რომელიც ასე მშველის როცა ცუდად ვარ, როცა არავინ და არაფერი არ მინდა შენს გარდა ...

მხოლოდ შენ შენი ხმა , ხმა რომელიც მიყვარს მიყვარს მთელი გულით , მიყვარს გაგიჟებით ხმა რომელიც ასე ძალიან მენატრება ახლა, არ ვიცოდი ასე თუ გამიძნელდებოდა უშენობა მეგონა უბრალოდ მომენატრებოდი თუმცა ეს ამაო ფიქრები იყო აი ზუსტად ეხლა ვგრდზნობ რას ნიშნავს მონატრება, გულწრფელი მონატრება რომელიც ტკივილამდე გრძელდება ჩემ სხეულში იგი შენზე ფიქრებით დაუსრულებელი ფიქრებით იწყება და უსასრულოდ გრძელდება...მენატრები ისე როგორც არასდროს უზომოდ თავდავიწყებით...

ეხლა მივხვდი თუ რა ფასი აქვს მონატრების ცრემლს რომელიც უიმედოდ გადმოვარდება თვალიდან და აორთქლდება, ეს ცრემლი ჩემი შენდამი დიდი სიყვარულის ნიშანია, იცი?? მეშინია ჩვენი სიყვარულიც არ აორთქლდეს როგორც ეს ცრემლი...მაგრამ არა ჩევენ ხომ ერთად ვართ და დიდი ხანი ცხოვრების ბოლომდე ერთად ვიქნებით ...მენატრები როდესაც ამ სიტყვას ვამბობ უდიდეს ტკივილს ვგრძნობ სული მტკივა შიგნიდან მწიწკნის მას ხომ ასე ძაან უნდა შენთან, შენი სითბო და სიყვარული მას ხომ ასე ძაან ჭირდება. არ მეგონა მართლა არ მეგონა თორემ შენ თავს და კიდევ ჩვენ დიდ და უძლიერეს სიყვარულს ვფიცავარ არ გაგიშვებდი ... გაკოცებდი იქამდე სანამ ტუჩები არ დამეღლებოდა იცი ამას რატო ვამბობ? იმიტომ რომ ვიცი ის არასდროს დაიღლება...არ დაიღლება შენ კოცნაში მოფერებაში მას ხომ ცხოვრებაში მხოლოდ ერთი მიზანი აქვს და ეს მიზანი შენ ხარ.

ისე ძალიან მენატრები, რომ ლამის არის გასკდეს გული ამდენი ლოდინით. ჰო, ამ დილას ვტიროდი ისევ. სიყვარულზე სიმღერებს ვუსმენდი და ისარივით გაიარეს
სულში მელოდიებმა. ახლა ისე ძლიერ მენატრები, როგორც არასდროს... ნეტავ ჩემი ხმა ზეცას მისწვდეს, მაღალმა ღმერთმა ჩამომხედოს და შეისმინოს ჩემი ვედრება. ო, როგორ მინდა ჩემს გვერდით იყო ახლა, როგორ მინდა არასოდეს მიმატოვო.

იცი ახლა რატო ვწერ? რომ გადმოვცე თუ რას განვიცდი ახლა ამ მომენტში და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ შენც ამას განიცდი თუმცა ეს უკვე ვიცი ვიცი რომ შენც ისე გიყვარვარ და გენატრები როგოც მე ჩვენ ერთად ვართ შეიძლება ერთმანეეთისგან შორსს ვიყოთ მაგრამ მე მაინც შენთან ვარ ... შენს ფიქრებში ... შენს სიზმრებში...და მე ამით ბედნიიერი ვარ უსაზღვროდ ბედნიერი...იმდენად ბედნიერი რომ საკუთარი თავის ონტროლი დავკარგე კ , ხშირად ვიძირები შენზე პიქრებში და ამ პიქრებში ნაზად გეფერები და შეგიგრძნობ. შევიგრძნობ შენ აღელვებულ სუნთქვას , შენი გულის ცემას და მიხარია მიხარია რომ გიყვარვარ ...


სულ კომენტარები: 0
იმისათვის რომ თქვენ დაამატოთ კომენტარი უნდა გაიაროთ
რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
გამოკითხვა
გამოკითხვა
ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას ?
სულ უპასუხა: 47
Top News
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

-------------------------------------