წარმოიდგინეთ თქვენი თავი საჰაერო სივრცეში, ხუთი კილომეტრის სიმაღლეზე და ამის შემდეგ მშვიდი დაშვება მიწაზე, თითქოს თქვენ მხოლოდ სამ მეტრიანი ღობიდან გადმოხტით. შეძლებდით ამის გაკეთებას პარაშუტით? პარაშუტი ეს უბრალოდ დიდი ქოლგაა, რომელიც ქმნის ჰაერის წინააღმდეგობას. პარაშუტით ადამიანს შეუძლია დაეშვას ძირს საჰაერო სივრცეში, საკმაოდ ნელა, რათა თავიდან აიცილოს დაშავება მიწაზე დავარდნისას.
ამაყად შეიძლება ითქვას, რომ განვითარებული ინტელექტისა და გარემოზე მოხდენილი მანიპულაციების მეშვეობით ადამიანებმა გაცილებით მეტს მიაღწიეს, ვიდრე დედამიწაზე მობინადრე ნებისმიერმა სხვა სახეობამ. დღევანდელი ტექნოლოგიით შესაძლებელია ხელოვნური ქსოვილების შექმნა, მთვარეზე გაფრენა, ქირურგიაში ლაზერის გამოყენება, ატომის გახლეჩა და ა.შ. თუმცა ამ საოცარი მიღწევების დიდი ნაწილი მხოლოდ საზოგადოების მაღალი ფენებისთვისაა ხელმისაწვდომი და რიგითი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრებაზე გავლენას არ ახდენს. ასეა თუ ისე, არსებობს ისეთი მიღწევები თუ აღმოჩენები, რომლებმაც თითქმის ყველა ადამიანზე იმოქმედა და ცხოვრების პირობები მნიშვნელოვნად გაგვიუმჯობესა.
ნამდვილი მეგობრობა იქაა, სადაც ორ ადამიანს ჩამოვარდნილი დუმილი სიმყუდროვეს ქმნის. (დეიბ ტაისონ ჯენთრი) დუმილი მეგობრებს შორის ნამდვილ საუბარს წარმოშობს, სადაც სათქმელი კი არ ფასობს, არამედ ის, რომ თქმა არ გჭირდება. (მარგარეტ ლი რანბეკი) მეგობრები უბრალოდ ჰარმონიას კი არ ქმნიან, როგორც ზოგს ჰგონია, არამედ – მელოდიას. (ჰენრი დევიდ ტორო)