მამაკაცებს უყვართ მწვადის შეწვა შამფურზე, ნაკვერჩხლებზე. ნებისმიერი საქმე, კერძის მომზადებაც კი, მათთვის მაშინ არის საინტერესო, თუ გარკვეული საფრთხის შემცველია. -ყურში საყურეგარჭობილი მამაკაცი შესაძლოა ქორწინებისთვის უკეთ მომზადებული აღმოჩნდეს. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ უკვე გამოსცადა ტკივილი, მეორეც, იცის სამკაულის შერჩევა და შეძენა. - ცოლთან გაყრილ მამაკაცზე დაქორწინება ეკოლოგიური თვალსაზრისით არის გამართლებული: საყოველთაოდ ცნობილია, რომ მამაკაცები ქალებზე ნაკლებნი არიან, ხოლო ყოველგვარი რესურსი, რომელიც ცოტაა, ხელმეორედ უნდა გამოვიყენოთ. -მამაკაცები ერთობ თავდაჯერებული ხალხია. ზოგი მათგანი ისეა საკუთარ თავში დარწმუნებული, რომ როდესაც ტელევიზორში სპორტულ შეჯიბრებას უყურებს, ჰგონია, თუ ძალების კონცენტრირებას მოახდენს, თავის გუნდს დაეხმარება. - მამაკაცებს უყვართ ტელეფონების ისეთი მოდელები, რომლებსაც ბევრი ღილაკი აქვს.Eეს მათ თავს მნიშვნელოვან პერსონად აგრძნობინებს. -მამაკაცებს უყვართ, დილის გაზეთებს პირველი გაეცნონ. იმაზე ფიქრიც კი, რომ პირველი არ არის, მამაკაცის ფსიქიკაზე დამღუპველად მოქმედებს. -ვერც ერთი მამაკაცი ვერ იტანს ფრაზას ”მოდი, ჩვენს ურთიერთობაზე ვისაუბროთ”. -თუ მამაკაცები საოცრად მგრძნობიარენი არიან. თუ მამაკაცმა ბუხარი დაანთო და შეშის უკანასკნელი ნაჭერი ბოლომდე არ ჩაიწვა, ეს შესაძლოა პირად შეურაცხყოფად აღიქვას. -მამაკაცის სხეულის საშუალო ტემპერატურა ქალისაზე მაღალია. ასე რომ, თუ ზამთარში ბინა საკმარისად არ თბება, გირჩევთ, მასთან ერთად დაიძინოთ. -ქალები ტანსაცმელს მამაკაცებზე მეტად უვლიან და მეტი სერიოზულობით ეკიდებიან ჩაცმას. არავის უნახავს, მამაკაცს წვეულებაზე მასავით ჩაცმული კაცის დანახვაზე თავი გაწბილებულად ეგრძნოს. -მამაკაცების უმრავლესობა ვერ იტანს საყიდლებზე სიარულს. ამიტომ არის, რომ მაღაზიებში მამაკაცის ტანსაცმლის სექციები I სართულზე, კართან ახლოს არის განთავსებული. -თუ მამაკაცმა სადილი მოგიმზადათ და სალათში სამზე მეტი კომპონენტი შეურია, ჩათვალეთ, რომ მას თქვენს მიმართ სერიოზული ზრახვები აქვს. -თუ მამაკაცი ეუბნება ქალს: ”დაგირეკავ” და არ ურეკავს, ეს იმას ნიშნავს, რომ დაავიწყდა და არა იმას, რომ ტელეფონის ნომერი დაკარგა ან მოკვდა. დასკვნა: მას არ სურს ქალთან დარეკვა. - მამაკაცების თავდაჯერებულობა სათავეს ბავშვობიდან იღებს, რადგან საკუთარ წარმოსახვაში ისინი სუპერგმირებთან იდენტიფიცირდებიან. ქალებს, როგორც წესი, ასეთი მაღალი თვითშეფასება არ აქვთ, რადგანაც ბავშვობაში ისინი საკუთარ თავს თოჯინასთან აიგივებენ. -კლიმაქსი მამაკაცებში რადიკალურად განსხვავებულად მიმდინარეობს, ვიდრე ქალებში: როდესაც ქალს მენოპაუზა აქვს, სუქდება და ალები აწუხებს; როდესაც მამაკაცს ეწყება ანდროპაუზა, ის ცდილობს გაიცნოს ახალგაზრდა გოგონები და შესაძლოა, მოტოციკლსაც კი მოახტეს. -მამაკაცები საოცრად გულმავიწყები არიან. ამიტომაც არის, რომ სპორტული გადაცემების ტრანსლაციის დროს საინტერესო მომენტებს გამეორებით აჩვენებენ.