ლელა წურწუმია მალე ახალ ამპლუას მოირგებს და გასართობი შოუს წამყვანი გახდება. მომღერალმა „იმედიდან" შეთავაზება უკვე მიიღო. ის იმედოვნებს, რომ უცხოურ არხებზე დამკვიდრებული და პოპულარული შოუს ჩვენი მაყურებელიც შეიყვარებს. გადაცემას „ხანუმა" ჰქვია. აქ წყვილები ერთმანეთს თავიანთ ბედს დაუკავშირებენ. მათი მთავარი მრჩეველი კი ლელა იქნება. ტელეშეყვარებულთა ისტორიებს „იმედზე" მარტიდან ვნახავთ