ეხ,ნარიყალა ვინ იცის რამდენ ბოღმასა და ვნებას ინახავ, შენს არე-მარეს შევიგრძნობ და რას აღარ ვნახავ, გულის წყვდიადში შენს სილამაზეს სულ ჩუმად ვხატავ, ეხ,ნარიყალა ნეტავ შემეძლოს მაგ შენს გულში ჩამომახედა, შენ ხომ დღედაღამ მთელი თბილისის ცხოვრებას ხედავ, ვინ იცის რამდენ ბოღმასა და ვნებას ინახავ, ეხ,ნარიყალა მსურს რომ შეგეხო,შენს გრძნობებში გავერთიანდე, შენ დაგემსგავსე,გული მატკინა ვისაც კი ვენდე, როგორ მინდა რომ უხმო ნიავის ქანებას ვდევდე, ეხ,ნარიყალა შენ შეგიძლია მხოლოდ ჩემი გრძნობები ათბო, და ბნელი გული ციდან მოსული იმდეთ ანთო, შენ შეძლებ მხოლოდ,ჩემი გულისთქმა არავის ანდო, ეხ,ნარიყალა ნეტავ რამხელა გული გიდევს მაგ შენს წიაღში, ნეტავ რამდენის მოთმენა და ატანა გძალუძს, ვინ იცის რამდენ ბოღმასა და ვნებას ინახავ, ეხ, ნარიყალა შენსში რამხელა სითბო იგრძნობა, ნუთუ არსებობს შენს გარდა კიდევ სხვა ჭეშმარიტი, განცდა,რომელსაც თან ახლავს მხოლოდ დიადი გრძნობა, ეხ,ნარიყალა ზოგი გეწვევა და წასულ სიყვარულს გულისთქმით ტირის, ზოგიც გგრძნობს და უხმო განცდით,ხმამაღლა კივის, ზოგიც გეახლება,რადგან არ ძალუძს ,ვერ იტანს ტკივილს, ეხ,ნარიყალა მე რად მოგეჩვიე ,რა ვპოვე შენსში, რა მომანიჭე,რაც ვერ ვნახე სხვა ვერავისში, მე რად მიმიღე თითქოს შენი ერთი არსება, ეხ,ნარიყალა როგორ შვებას ვგრძნობ შენს კიდეზე მე ჩამომჯდარი, თავს გედგას დარი,ანდა კიდევ მძაფრი ავდარი, დიდი ტკივილით მოვდიოდი უხმოდ აღმართზე, მოგიახლოვდი და გამიქრა ყოველი დარდი, ეხ,ნარიყალა მეც უხმო ვნებით მიყვირია სერზედ მდგომარეს, მეც გავცქეროდი ნარი გრძნობებით შენს ყოველ მხარეს, მეც ხომ გესტუმრე მწარე ტკივილით ამოვიოხრე, ეხ,ნარიყალა ყველა შენ განდობს თავის გულისთქმას და გწვდება სულში, ყველას ანიჭებ მშვენიერებას,გადაავიწყე ამაოება, ამ დროს კი ვინ იცის,როგორ კვნესი შენ უხმოდ გულში, ეხ,ნარიყალა გულზე გადგას ტაძარი წმინდა, მეც გყავდე გულში,შენ რომ იცოდე ,ეხ როგორ მინდა, შენ მფარველად გყავს სიწმინდე ცისა, ეხ,ნარიყალა შენ თითქოს ჩურჩულებ ყოველ სტუმართან, ყველას თავისას აუნთებ გულში, ყველას უმალავ საკუთარ გრძნობებს, მაშ, რატომ ლაღობ ჩემსში, ეხ,ნარიყალა შენ ხარ ყოველი ბილწის შემყურე ხან მასპინძელი ნამდვილი გრძნობის, ან მეგობარი,გულჩათხრობილი,სტუმარი ხალხის, ეხ,ნარიყალა შენ ხარ შემყურე მთელი თბილისის, შენზე მეტი სხვამ არვინ იცის, რამდენს ხედავ და არაფერს ამბობ,ასე ვინ იცის? მე გიწოდებდი ,თვით დიადი გრძნობების მეფეს, გრძნობა რომელიც მოიცავს ყველას,ანდა ყველაფერს, მესაიდუმლე,მთაო,ტაძარო,წმინდით აღვსილო, ეხ,ნარიყალა ვინ იცის რამდენ ბოღმასა და ვნებას ინახავ !