შესვლა


მთავარი სიახლეები გამოგონება «ჭკვიანი» ნაგვის ყუთები ლონდონში
მინი ჩატი
200
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
«ჭკვიანი» ნაგვის ყუთები ლონდონში


ოლიმპიური თამაშების მოლოდინში, რომლებიც ამ ზაფხულზე ლონდონში გაიმართება, ხელისუფლება მრავალ პროექტს ახორციელებს, რომლებმაც ხაზი უნდა გაუსვან, რომ დიდი ბრიტანეთის დედაქალაქი — ნამდვილად თანამედროვეა. ასე გამოჩნდა მის ქუჩებში «ჭკვიანი» ნაგვის ბაკები დიდფორმატიანი თხევადკრისტალური ეკრანებით.

იმის გათვალისწინებით, რომ სულ რაღაც ნახევარი წლის წინათ ინგლისის უმსხვილეს ქალაქებში მასობრივი არეულობების ტალღამ იფეთქა, მუნიციპალიტეტმა ამ ნაგვის ბაკების გამაგრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მეტიც, მათ მცირე ასაფეთქებელი მოწყობილობის დეტონაციას შეუძლიათ გაუძლონ. ხოლო თითოეული მათგანის კორპუსზე ორ-ორი LCD-პანელია განთავსებული. ეკრანზე გამოდის სხვადასხვაგვარი აქტუალური ინფორმაცია, ლონდონის ბირჟიდან მონაცემების და The Economist-ის ახალი ამბების ჩათვლით.

რადგანაც ეკრანზე მხოლოდ აქტუალური ინფორმაცია გამოდის, რომელიც მუდმივად უნდა განახლდეს, ინტერნეტთან მიერთება გახდა აუცილებელი, ეს მოდულის Wi-Fi დახმარებითაა რეალიზებული. ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ პერსპექტივაში «ჭკვიანი» ნაგვის ბაკები მოქალაქეებისთვის ინტერნეტში წვდომის წერტილების ფუნქციასაც შეასრულებენ. ამ დროისათვის ლონდონში 25 ასეთი სისტემაა დამონტაჟებული, თითოეული მათგანი ქალაქს 30 ათასი ფუნტი სტერლინგი (დაახლოებით $47 ათასი.) დაუჯდა, ოლიმპიადის დაწყებამდე კიდევ 75 ერთეულის დამონტაჟება იგეგმება. პროექტი გრძელვადიანია, კონტრაქტორებთან ხელშეკრულება 21 წლითაა გაფორმებული. «ჭკვიანი» ნაგვის ბაკებისადმი ინტერესი სხვა დიდი ქალაქების ხელისუფლებამაც გამოავლინა, მომავალში ასეთი სისტემები შეიძლება გამოჩნდეს ნიუ-იორკში, ტოკიოსა და სინგაპურში.


სულ კომენტარები: 0
იმისათვის რომ თქვენ დაამატოთ კომენტარი უნდა გაიაროთ
რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
გამოკითხვა
გამოკითხვა
ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას ?
სულ უპასუხა: 47
Top News
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

-------------------------------------