საგარეჯოში ამერიკელი ჩავიდა. დაინახა ვირზე კაცი ზის, თუშური ქუდი ახურავს და მიჩაკჩაკებს. ამერიკელმა იარაღის გამოცდის მიზნით კაცის ქუდს დაუმიზნა, ესროლა და ქუდი მოხადა. - ამერიკა "ჩიკაგო", - დაიძახა უცხოელმა გლეხმა არც აცია არც აცხელა, გადმოიღო თოფი, ესროლა,შუბლი გაუხვრიტა და აღტაცებულმა შეჰყვირა: - საგარეჯო, მიხაკო.
-------
კახელი იმერეთშია სტუმრად, მასპინძელმა სუფრაზე ტოლმა მიიტანა. ცოტა ხნის შემდეგ მასპინძელი ეხვეწება სტუმარს: - მიირთვი, შენი ჭირიმე! - აღარ მინდა, შვიდი შევჭამე უკვე! - შვიდი კი არა ცხრა შეჭამე მარა მიირთვი კიდე..
-------
ჩამოვარდა თვითმფრინავი. შემთხვევის ადგილზე სასწრაფოდ გაჩნდნენ ექიმები. ცოცხალი მხოლოდ ერთი კაცი გადარჩენილიყო რომელიც დადიოდა და ვალიას ხელს ეძებდა. - ვალიას ხელი რათ გინდა? -ჰკითხეს ექიმებმა - კაცო, ვალიას ხელი კი არ მინდა, რაც ხელში ეჭირა ის მინდა...
-------
ფოთელი ეუბნება რაჭველს: - ჩვენთან ფოთში თეატრი გვაქვენ. - ჩვენთან ქვე შენი ჭირიმე რიონია.- პასუხობს რაჭველი. - ჩვენთან ფოთში სტადიონი გვაქვენ. - ჩვენთან ქვე შენი ჭირი მე რიონია.- პასუხობს რაჭველი. - ჩვენთან ფოთში კინო გვაქვენ. - ჩვენთან ქვე შენი ჭირი მე რიონია.- პასუხობს რაჭველი. - რა გამიხურე შენი რიონით, ჩაგიფურთხე მაგ რიონში.- გაცხარდა ფოთელი. - ქვე ჩამოგიტანს ფოთში.- პასუხობს რაჭველი.
-------
რაჭველები ძროხას ყიდიან. მივა იმერელი და ფასს ეკითხება.
-500 ლარი, შენი ჭირი მე. -რა ამბავია 500 ლარი, ეს ძროხა ნემსის ყუნწში გეეტევა ისეთი გამხდარია. -რას ამბობ, კაცო, ძროხა ნემსის ყუნჭში რავა გაეტევა? -წავალ ახლა, მოვიტან ნემსს და ნახავთ როგორ გეეტევა. იმერელი წავა. რაჭველები საფიქრალში ჩავარდებიან, რა ვქნათ ეს ძროხა მართლა ნემსის ყუნწში რომ გაეტიოსო. ბოლოს ერთ-ერთი რაჭველი მეორეს ეტყვის: -ბიჭო, მოდი ძროხას კუდი გოუკვანძოთ…
-------
ორი მეთევზე ერთმანეთში საუბრობენ: - გუშინ თევზი დავიჭირე ერთი მეტრა იქნებოდა სიგრძეში და 40 კილოს იწონიდა. - ეგ რა არის მე ანკესი გადავაგდე და წყლიდან მე-12 საუკუნის შანდალი ამოვიღე და ზედ ანთებული სანთლები ეკეთა. შეხედა პირველმა მეორეს და ეუბნება: - მე რო თევზს 20 კილო მოვაკლო შენ სანთლებს ჩააქრობ?
-------
ბავშვი მიდის სახლში. _მამი, მამი სკოლაში ექსკავატორს მეძახიან _რატომ შვილო მშვენიერი ყბები გაქვს, უბრალოდ პირი დახურე ავეჯი არ დაკაწრო..
-------
გურული წეიყვანს შვილს აბანოში. ბიჭს დოუსრიალდება ფეხი და მამამისს ჩამეეკიდება სასქესო ორგანოზე. გურული ეუბნება:
– კიდო კაი დედაშენს არ გამოყევი თვარა ხო დაასხამდი ტვინს...
-------
სვანს ტყვიას გაარტყავენ თავში წამოდგება და მსროლერს ეუბნება: "თვალში რო მომხვედროდა სად მიდიოდი"...
-------
ცისფერების ფიქრები რიყეზე:
-უუუუფ რა არის რააა ერთი წვეტიანი ქვა არსად გდია რომ ადამიანმა ნორმალურად დაისვენოს...
-------
ცხრა ძმა ხერხეულიძედან ერთ-ერთი ძმა მოიყვანს ცოლს.დანარჩნი 8 იძახის: - იფ იფ რა თხილივით გოგოა...
-------
ქუთაისის ბაზარში:
-ასატრინა გააქვთ? -არა. -ქაშაყი? -არა. -ლოქო?! -არა. -აბა, რა ჯანდაბა გაქვთ?!! -არ გაგიგია, ოკეანეები რო მეიწამლა? მარტო ჭიჭყინა გვაქ.
-რავა, ჭიჭყინები პროტივოგაზებით დაცურავენ?!
-------
აშოტას ეკითხებიან :
-რა გვარი ხარ? -დადიანი! -პასუხობს აშოტა -ძალიან ცნობილი გვარია! -ცნობილი იქნება, ცავატანემ აბა რა ოცი წელია ამ უბანში საპოჟნიკი ვარ
-------
ტიპი მივიდა ყასაბთან ხორცის საყიდლად და ეკითხება:
გული გაქვთო? არაო ჯიგარი გაქვთო? არაო ტვინი გაქვთო? არაო -რაია სიმონ პოლიციელი დაკალით?
-------
მუცელში ჩანგალგაყრილი კაცი მივა ექიმთან -ექიმო მიშველე რამე -ვერაფრით დაგეხმარები, სამუშაო საათები დასრულებულია -ექიმო რამით მაინც დამეხმარე ექიმი გამოაძრობს ჩანგალს და გათხრის თვალში -აჰა ოკულისტთან წადი, რვამდე მუშაობს.