შესვლა


მთავარი სიახლეები იცით თუ არა რომ? 10 მნიშვნელოვანი საზღვაო კატასტროფა
მინი ჩატი
200
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
10 მნიშვნელოვანი საზღვაო კატასტროფა


1.Wilhelm Gustloff       
       
   მას შემდეგ რაც საბჭოთა ჯარები გერმანიაში შეიჭრნენ, დაიწყო გერმანელი ხალხს გადაყვანა უსაფრთხო ადგილას. ამისთვის გემ Wilhelm Gustloff-ზე დაიწყო ხალხის აყვანა, ისინი ძირითადად იყვნენ ქალები, ბავშვები, მოხუცები და დაჭრილი ჯარისკაცები. სულ 10.000 ადამიანი შეიკირიბა. ამის შემდეგ როცა იგი ზღვაში გავიდა, მან განიცადა საზღვაო კატასტროფა. ეს მოხდა 1945 წლის 30 იანვარს. მსხვერპლი ძალიან დიდი იყო – 9400 ადამიანი.                                                                                   
               

2. Goya

   ეს იყო გერმანული გემი, რომელიც გამიყენებოდა დაჭრილი ჯარისკაცების გადასაყვანად . მან 1945 წლის 16 აპრილს კატასტროფა განიცადა. აქ დაიღუპა 7000 ათასი ადამიანი, ხოლო 186 სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

3. Doña Paz

   1987 წელს Doña Paz მიემგზავრებოდა მანილაში. გზაზე ის შეეჯახა ნავთობის ტანკერს, რომლის ტვირთი შეადგენდა 8.800 ბარელ ნავთობს, რომლის შედეგადაც დაიღუპა 4.375 ადამიანი.

4. The Kiangya

   ეს იყო ჩინური სატრანსპორტო გემი . იგი აფეთქდა მას შემდეგ რაც ნაღმი დაეცა. მან ძალიან სწრაფად დაიწყო ჩაძირვა რის შედეგადაც დაიღუპა 2.750 ადამიანი

5. The Sultana

   ეს გემი გამოიყენებოდა მდინარე მისისიპზე მგზავრების გადასაყვანად. 1865 წლის 27 აპრილს გემს გადაჰყავდა 2400 ადამიანი, ამ დროს კი გემის საქვაბე იყო დაზიანებული. ეკიპაჟის მცდელობა, რომ საქვაბე გაეკეთებინათ, ფატალური შედეგით დამთავრდა: გემი აფეთქდა, დაიღუპა 1800 ადამიანი, ხოლო 300 სასტიკად დაიჭრა.

6. Le Joola

   ეს გემი ჩაიძირა 2002 წელს. კატასტროფის მიზეზები დღემდე უცნობია მაგრამ ერთ-ერთ ვარაუდად დაუდევრობა დასახელდა. ოფიციალურად იქ 1863 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა გემი დიდი მოცულობის იყო და უფრო მეტი ადამიანიც შეიძლება ყოფილიყო, ამიტომ მსხვერპლის რაოდენობა უცნობია. ამ კატასტროფას მესამე ადგილი უკავია საზღვაო კატასტროფებს შორის.

7. The Titanic

   ალბათ ეს კატასტროფა ბევრი თქვენგანისთვისაა ცნობილი. ტიტანიკი ინგლისიდან ნიუ-იორკში მიემგზავრებოდა. ტიტანიკის პირველი გასვლიდან ოთხი დღის შემდეგ, 1912 წლის 14 აპრილს, შუაღამემდე, ტიტანიკი აისბერგს შეეჯახა. 1912 წლის 15 აპრილის დილით გემი ჩაიძირა, შეჯახებიდან 2 საათისა და 40 წუთის შემდეგ. ჩაძირვამ 1,517 ადამიანის დაღუპვა გამოიწვია (სულ 2,223 მგზავრი), რაც ტიტანიკის კატასტროფას ერთ-ერთ უდიდესს ხდის საზღვაო ისტორიაში. დიდი მსხვერპლი ნაწილობრივ იმით იყო განპირობებული, რომ გემზე საკმარისი რაოდენობის ნავი არ იყო. ნავების რაოდენობა სულ 1.178 ადამიანზე იყო გათვლილი.

8. General Slocum

   ეს გემი იყო საექსკურსიო გემი. ამ გემის ტრაგედია მიმდინარეობს იმაში, რომ ერთ-ერთი მოგზაურობისას მას გაუჩნდა ცეცხლი, რომელიც სავარაუდოდ გამოწვეული იყო სიგარეტის ნამწვავისგან. ბორტზე იმყოფებოდა 1342 ადამიანი, რომელთაგანაც მხოლოდ 321 გადაურჩა სიკვდილს.

9. Empress of Ireland

   ეს გემი შედიოდა ირლანდიის მფლობელობაში. ამ გემის კატასტროფისას 1.477 ადამიანიდან მხოლოდ 453-მა მოახერხა თავის გადარჩენა

10. Eastland

   ეს საკრუიზო გემი ააშენეს ჩიკაგოში. ეს გემი იყო ერთ-ერთი საუკეთესო. იმ პერიოდში მიღებული იყო კანიონი იმისა, რომ გემს უნდა ჰქონოდა საკმარისი ნავები თუ მას რამე შეემთხვეოდა. ცხადია, ეს კანონი ტიტანიკის კატასტროფის შემდეგ შემოიღეს. სამწუხაროდ ამ გემმაც კატასტროფა განიცადა 1915 წლის 24 ივლისს.. სულ დაიღუპა 884 ადამიანი..                                                                                                                                                  


სულ კომენტარები: 0
იმისათვის რომ თქვენ დაამატოთ კომენტარი უნდა გაიაროთ
რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
გამოკითხვა
გამოკითხვა
ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას ?
სულ უპასუხა: 47
Top News
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

-------------------------------------