შესვლა


მთავარი სიახლეები სტატუსები სტატუსები
მინი ჩატი
200
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
სტატუსები


საუკეთესო მოსახვეჭელი ერთგული მეგობარია.

***

ბევრი მეგობრის ყოლა დამღუპველია ზოგი მეგობარი კი

ძმაზე მოყვარულია


***

ნამდვილი მეგობარი ყოველ ნათესავზე ახლობელია.

***

ერთგული მეგობარი ზურგს არ შეგაქცევს, როდესაც ბედნიერება გაქცევს ზურგს

***

მეგობრისგან ჭრილობა ერთგულების ნიშანია, მტერი კი კოცნით აგავსებს.

***

მტრობა წყალზე უნდა დაიწეროს, რათა სწრაფად გაქრეს, მეგობრობა კი _ სპილენძზე, რათა მუდამ მტკიცედ იყოს დაცული.

***

თუ შენი მეგობარი სერიოზულ შეცდომებს უშვებს, ნუ მოგერიდება მისი მხილება - ეს მეგობრის უპირველესი მოვალეობაა.

***

კარგმა მეგომრობამ კიდევ ის იცის, რომ რაც მოხდება, ურთიერთს პირში უნდა უთხრან და მოურიდებლად; დაფარულ მდგომარეობაში არ უნდა იყოს რა.

***

თუ მეგობრის ნაკლოვანებების მიმართ გულგრილი ხარ და მის გამოსასწორებლად ზომებს არ იღებ, ნათლად ამჟღავნებ, რომ შენი პატიოსნება საეჭვოა.

***

უძვირფასესია ერთგული მეგობარი, რომელიც ჩვენს მწუხარებასა და სიხარულს იზიარებს და ამასთან ერთად, შეუძლია, იყოს ჩვენი მრჩეველიც და სათნოების მასწავლებელიც - ჩვენი ცხოვრების რთულ ყოფაში! სამაგიეროდ ასეთი მეგობრები ისევე იშვიათია, როგორც ძვირფასეულობა. ამიტომ წმიდა მამები გვირჩევენ, განსაკუთრებით ყურადღებიანნი ვიყოთ მეგობრისა და საერთოდ, ადამიანის არჩევაში, რომელსაც საკუთარ სულს ვანდობდით.

***

მეგობრობაზე მშვენიერი ქვეყნად არაფერია. იგი ნუგეშია დღევანდელ ცხოვრებაში. რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო ამაღლებული და ძვირფასი, როდესაც შეგიძლია გული გაუხსნა ვინმეს, გაუმხილო საიდუმლოება, გაანდო დაფარული? და შეიძლება იყოს უფრო მანუგეშებელი რაიმე, ვიდრე ის, როდესაც გყავს გულწრფელად ერთგული ადამიანი, რომელიც შენი სიხარულით გაიხარებს და შენს ჭირს გაიზიარებს, დევნილებაში კი რჩევასა და ნუგეშს მოგცემს.

***
მეგობრობა ეს ისეთი რამ არის, რომლის მსგავსიც ქვეყანაზე არ არის, ყველა ნივთის უქონლობას აიტან, უმეგობროდ თავს ვეღარსად გაიტან
-------------------------------

მეგობრობას მართლა არაფერი ჯობია. იმედია დამეთანხმებით რომ ყოველთვის გაქვთ საუკეთესო მეგობრის იმედი. და იცით რომ ვიღაცა შენს გვერდითაა......


სულ კომენტარები: 0
იმისათვის რომ თქვენ დაამატოთ კომენტარი უნდა გაიაროთ
რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
გამოკითხვა
გამოკითხვა
ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას ?
სულ უპასუხა: 47
Top News
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

-------------------------------------