მისი სასარგებლო თვისებების შესახებ გამოაცხადეს ბრიტანელმა მეცნიერებმა. ცდების შედეგების თანახმად მათ აღმოაჩინეს, რომ ნივთიერებები რომლებიც არიან ნუშში(განსაკუთრებით მის კანში) ეხმარებიან ორგანიზმს შეეწინააღმდეგოს ვირუსულ ინფექციას. პოლიფენოლები აუმჯობესებენ იმუნური სისტემის მოქმედებას. სამწუხაროდ ბრიტანელმა მეცნიერებმა ჯერ ვერ დაადგინეს ნუშის ყოველდღიური ოპტიმალური დოზა, რომელიც ორგანიზმს დაეხმარება ვირუსებთან ბრძოლაში. კიდევ ერთი აღმოჩენა რომელიც იქნა გაკეთებული არის ის, რომ ნუში ხსნის ჰერპესით გამოწვეულ ანთებას. ასე რომ ერთი მუჭა ნუში დაგეხმარებათ იყოთ ჯანმრთელები და ლამაზები წლის ცივ პერიოდშიც კი. ნუში შეიცავს: -ცხიმებს, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმის ნორმალური ნივთიერებათა ცვლისთვის -B ჯგუფის ვიტამინები. ისინი ამაგრებენ ფრჩხილებს და თმებს, აუმჯობესებენ ნერვული სისტემის მოქმედებას, მატებენ ორგანიზმს ენერგიას და ტონუს. -E ვიტამინი. ეხმარება კანს რეგენერაციის პროცესში. ყოველდღიური ნუშის მოხმარება(10-20გრ) აკმაყოფილებს ორგანიზმის ზემოთ მოხსენებული ვიტამინების მოთხოვნას. ნუში აგრეთვე შეიცავს: რკინას, ფოსფორს და კალიუმს. ყველა ეს ნივთიერება ორგანიზმს ყოველდღიურად ესაჭიროება. მეცნიერებმა დაამტკიცეს მათი ბიო-ხელმისაწვდომობა ნუშის საშუალებით. ეს იმას ნიშნავს, რომ მინერალები ნუშის შემადგენლობაში იოლად ათვისებადია ორგანიზმისთვის.