საკვების ფოტოგრაფების მთავარი მიზანი ისაა, გადაიღონ ისე, რომ პოტოს ნახვისას ნებისმიერ ადამიანს გამოსახულების შეჭმა მოუნდეს. ერთი შეხედვით ადვილია ფოტო გადაუღო კარგად მომზადებულ საჭმელს, მაგრამ სინამდვილეში არც თუ ისე იოლია, რადგან ფოტოს შეხედვისას არა მარტო ნერწყვი უნდა მოგადგეთ, არამედ გულით და სულით მოგინდეთ მისი შეჭმა.
ეს ცნობილი ფოტოგრაფი მეტ არმენდარისი ჟურნალ "Time”-სთვის მუშაობს. ასევე იღებს სარეკლამო ფოტოებს და თანამშრომლობს წიგნებისა თუ ჟურნალების უამრავ გამომცემლობასთან.