- წელს უკვე მესამედ შედგება ამ გუნდების დაპირისპირება. წინა ორიდან ერთში კატალონიელებმა იმარჯვეს გასვლაზე 2:3, ხოლო მეორეში ფრე ითამაშეს 2:2.
- ორმატჩიან დუელში ბოლო შეხვედრა იტალიურ გუნდთან "ბარსელონასთვის" ცუდად დასრულდა. ეს მოხდა 2009/2010 წლების სეზონში მილანის "ინტერის" წინააღმდეგ. გასვლაზე კატალონიელებმა 3:1 დათმეს შეხვედრა, ხოლო "კამპ ნოუზე" 1:0 იმარჯვეს.
- ჩ.ლიგის 1/4 ფინალში "ბარსელონა" ბოლოს დაუპირისპირდა ტურინის "იუვენტუსს" 2003/2004 წლებში და ორი მატჩის ჯამში დამარცხდა. გასვლაზე 1:1, ხოლო შინ 1:2.
- "ბარსელონას" შეუძლია გაიმეოროს მადრიდის "რეალის" რეკორდი, გავიდეს რა ზედიზედ მეხუთედ 1/2 ფინალში. მადრიდელებმა ეს მოახერხეს 1955/1956 წლებიდან 1959/1960 წლებამდე.
- ბოლოს "მილანმა" "ბარსელონას" 2004 წელს მოუგო ჩ.ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. მათ "სან სიროზე" 1:0 იმარჯვეს.
- "მილანის" შედეგები 1/4 ფინალში შესაშურია. მათ 10 შეხვედრა მოიგეს და 4 ფრედ ითამაშეს 14-დან. ამასთანავე, არასდროს წაუგიათ 1/4 ფინალში სახლში.
- ჯამში, "მილანი" 14-დან 11-ჯერ გავიდა 1/2 ფინალში, "ბარსელონა" კი 13-დან 11-ჯერ.
- "ბარსელონამ" ბოლო 6 გასვლითი მატჩი მოიგო ჩ.ლიგაზე.
- იტალიაში თამაშების მიხედვით "ბარსას" სტატისტიკა შემდეგია: 5 მოგება, 6 ფრე, 5 წაგება.
- ხვალ ყველაზე დიდი დანაკლისი გუნდებს შორის იქნება ტიაგო სილვა. ბრაზილიელმა "კამპ ნოუზე" გამართულ შეხვედრაში ბოლო წუთზე გაიტანა გოლი და ქულა მოუტანა თავის გუნდს.
- შეხვედრას ასევე მარკ ვან ბომელი და ადრიანო გამოტოვებენ. პირველ მათგანს დისკვალიფიკაცია აქვს, ხოლო მეორეს - ტრავმა.
- ნოჩერინო და პუიოლი ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში "კამპ ნოუზე" მატჩს გამოტოვებენ.
- იბრაჰიმოვიჩი ყველაზე მეტჯერ დაჯარიმდა მიმდინარე გათამაშებაში (22).
- ლეო მესი გახლავთ ფეხბურთელი, რომელიც ჩ.ლიგის ბომბარდირთა დავას 12 გოლით ლიდერობს. იგი ასევე პირველია კარში ზუსტი დარტყმების რაოდენობით (26).