როგორც იცით სუპერმოდელი ქეით მოსი ესპანური ბრენდის მანგოს სახეა. ამიტომ, ლონდონის ყველაზე ხალხმრავალ ოქსფორდის ქუჩაზე დამაგრებული იყო 4 მეტრი სიგრძის ბილბორდი, რომელზეც ქეითი ბრენდისთვის პოზირებს, მაგრამ როგორც ჩანს ბილბორდი კარგად არ იყო დამაგრებული, "კეიტი" გადმოვარდა და 4 ადამიანს დაეცა.
დაშავებულები 60 წლის მამაკაცი, 40 და 23 წლის ქალბატონები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ფოტოები, რომლებიც ინტერნეტში გავრცელდა, ჩანს როგორ ასწორებენ პოლიცელები უზარმაზარ ბილბორდს. შემთხვევის გამო გზაც კი გადაკეტეს. ადგილზე 3 სახანძრო და 4 სამაშველო მანქანა იყო მობილიზებული.