შესვლა


მთავარი სიახლეები ანეკდოტები ანეკდოტები
მინი ჩატი
200
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ანეკდოტები


სამი მეგობარი საუბრობს. ერთი იძახის:
 – მე დედის თვალები მაქვს.
 – მე მამის ცხვირი.
 – მე ძმის ტრუსი მაცვია.

------

სკოლაში შრომის გაკვეთილზე მასწავლებელი ბავშვებს უსაფრთხოების დაცვის წესებს ასწავლის:
 – უსაფრთხოების ტექნიკის დაცვის მთავარი წესია, თითები დენის წყაროში არ შეჰყოთ!!!
 – მასწავლებელო, თითები იქ ხომ არ ეტევა?
 – უტვინო, ლურსმნებით სცადე?

------

კაცმა თუთიყუში იყიდა, სახლში მიიყვანა, გალიაში ჩასვა და ფანჯრის რაფაზე შემოდგა. მეორე დღეს გაიარა პოლიციელმა. თუთიყუშმა დაინახა თუ არა დაუძახა:
 – გათახსირებულო ძაღლო!
 პოლიციელი პატრონთან მივიდა და დააჯარიმა. იგივე განმეორდა რამდენჯერმე. პატრონს ამდენი ჯარიმის გადახდა მობეზრდა და თუთიყუში მეზობლად მცხოვრებ ღვთისმსახურს მიაბარა. ერთი კვირის შემდეგ, პოლიციელმა ფანჯარას ჩაურა, მაგრამ თუთიყუშმა ხმა არ ამოიღო. პოლიციელმა რამდენჯერმე ჩაუარა ფანჯარას, მაგრამ თუთიყუშმა ყურადღება არ მიაქცია. ბოლოს პოლიციელი მივიდა და ეუბნება:
 – რა, ვეღარ მცნობ? ეს ხომ მე ვარ, გათახსირებული ძაღლი.
 – გვიან ინანიებ, შვილო ჩემო, – უპასუხა თუთიყუშმა.

-------

სტომატოლოგთან:
 – ეს კბილი ამოსაღებია, ქალბატონო. აი, ახლა მე გაზს მოგკიდებთ კბილზე, თქვენ ხელი მომიჭირეთ, რომ არ გეტკინოთ…
 – ვაიმე, სად, ბატონო ექიმო?!

-------

ჭიჭიკია ქუჩაში შემხვედრ გოგონას ეუბნება:
 – გოგონი, ისე მიყურებთ, თითქოს შენი მშობლები სახლში არ არიან!

-------

სვანი მანქნით ხეს დაეჯახება.
 ექიმი მის ძმებს ეუბნება
 –სისხლია აღებაა საწირო პაცეინტვის.
 –სისხლი ავიღეთ უკვე!
 –კიმაგრამ როგორ?
 – გარშემო რა ხეებიც იკო ყველა გავჩეხეთ!

-------

შუაღამეა. ვიღაც წვერგაბურძგნული მამაკაცი ახალგაზრდა გოგოს გამოეკიდა ქუჩაში. გარბის გოგო, მისდევს კაცი. გოგო სადარბაზოში შევარდა. შეჰყვა კაციც. გოგო კიბეებს გაენთო, მისდევს კაციც. ბოლო სართულზე ავიდა. გასაქცევი აღარაა. გოგო საშინელების მოლოდინში თვალებს ხუჭავს. კაცმა გოგოს ხელი დაარტყა მხარზე და შებრუნდა:
 – მოდი, ახლა შენ გამომეკიდე!

-------

ზესტაფონელმა სიდედრს დაბადების დღეზე საყურე აჩუქა.
 – უი, რა კაია! – გაუხარდა ქალს.
 – ახლა პროფილში დადექი, – თოფს უმიზნებს სიძე.
 – გაგიჟდი?! – ეცა ხელებში ცოლი, – დედას მიკლავ?!
 – დაწყნარდი, ქალო, შენ არ მეუბნებოდი წუხელ, ყურები არ აქვს გახვრეტილიო?

-------

– ხვალ 12 საათზე ჩემი ქორწილია და გთხოვ, მოხვიდე, – ეუბნება ყოფილი კლიენტი ნათელმხილველს.
 – სამწუხაროდ, ვერ დავესწრები.
 – რატომ?
 – ამ საღამოს 9 საათზე მანქანამ უნდა გამიტანოს.

-------

ცოლმა სპირიტულ სეანსზე ქმარი გამოიძახა:
 – შოთა, კარგად ხარ მანდ?
 – კი, ძალიან.
 – ბედნიერი ხარ?
 – ძალიან.
 – ჩემთან ჯობდა თუ მანდ?
 – აქ.
 – ესე იგი კარგია სამოთხეში?
 – რა სამოთხე, რესტორანში ვზივარ.

-------

ქმარი მივლინებაში მიდის და ცოლს ამშვიდებს: – ნუ ტირი, მთელი წლით ხომ არ მივდივარ. ერთი თვეში აქ ვიქნები.
 – კი, აბა! მასე თქვი შარშანაც, მაგრამ მეორე დღესვე დამადექი თავზე და მომჭერი თავი იმ უცხო კაცთან!

-------

ქუთისელმა ომის ვეტერანმა ბუფეტში ლუდი მოითხოვა.
 -რაია ბუჯო, ე ამჟვებული პივა, ეგი მეკუთვნის ომის ვეტერან კაცს?!
 -შემეგეშვათ აბა ბიძია გერმანელები და დაგალევინებდნენ ბავარიულ პივას

-------

ვალოდა ეკურკურება გოგოს:
 -მოდით, რამე მშვენიერზე ვისაუბროთ.
 -მოდით.
 -კუჭი ხომ არ გაქვთ აშლილი?
 -არა
 -რა მშვენიერია

-------

-აუ გუშინ მეშვიდე მანქანა მომპარეს.
 -მერე არაფერი მოიმოქმედე?
 -კი როგორ არა. გადავწყვიტე მე-8 აღარ ვიყიდო და ვიბლაყუნო აწი ფეხით

-------

-რომელი ფრინველია ყველაზე სასარგებლო?
 -მწყერი კეცზე

-------

ნაბახუსევი პროფესორი გამოცდას ატარებს:
 – ვინ არის დარწმუნებული, რომ საგანი ხუთიანზე იცის?
 ხელი ორმა სტუდენტმა ასწია.
 – მომეცით თქვენი ჩათვლის წიგნაკები, – ეუბნებათ პროფესორი და ხუთიანებს უწერს.
 მცირე ხანში ისევ კითხულობს:
 – ვინ იცის საგანი ოთხიანზე?
 ნახევარი აუდიტორია ასწევს ხელს.
 – მომეცით თქვენი ჩათვლის წიგნაკები, – ეუბნება პროფესორი და ყველას ოთხიანს უწერს. იგივე განმეორდა სამიანზეც. ამ დროს აუდიტორიიდან ისმის შეკითხვა.
 – პროფესორო, როდის იქნება გადაბარება?
 – ახლავე დავიწყოთ, – პასუხობს პროფესორი, – აბა, რომელი თქვენგანია დარწმუნებული, რომ საგანი ხუთიანზე იცის…


სულ კომენტარები: 0
იმისათვის რომ თქვენ დაამატოთ კომენტარი უნდა გაიაროთ
რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
გამოკითხვა
გამოკითხვა
ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას ?
სულ უპასუხა: 47
Top News
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

-------------------------------------