შესვლა


მთავარი სიახლეები საინტერესო ამბები 10 ოქროს წესი აინშტაინისაგან
მინი ჩატი
200
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
10 ოქროს წესი აინშტაინისაგან


1. ადამიანი რომელიც არასოდეს ცდება, ვერასოდეს გააკეთებს რაიმე ახალს.

ადამიანების უმეტესობას სიახლის ეშინია. ისინი არ ცდილობენ მოსინჯონ რაიმე ახალი იმის შიშით რომ არაფერი გამოუვათ. მარცხგანცდილი ადამიანი აუცილებლად მიაგნებს გამარჯვების გზას. ისინი კი ვისაც დაღმასვლა არასოდეს განუცდიათ წინ ვერ წაიწევენ.



2. განათლება- ეს არის ის, რაც რჩება მას შემდეგ რაც დაგავიწყდება რას გასწავლიდნენ სკოლაში


30 წლის შემდეგ თქვენ სრულებით დაგავიწყდებათ ის თუ რა გასწავლეს სკოლაში. გემახსოვრებათ ის რაც თავად ისწავლეთ. ჩემ ფანტაზიებში მე თავისუფალი მხატვარი ვარ. ეს ცოდნაზე მნიშვნელოვანია. ცოდნა გარკვეულ ზღვარს ექვემდებარება. ფანტაზია კი მთელ სამყაროს იპყრობს.ის რასაც ჩვენ დღეს ვფლობთ ეს ჩვენი წინაპრების აზროვნებისა და ფანტაზიის ნაყოფია. ის რაც მომავალში იქნება, იქნება ჩვენი ფანტაზიის შედეგი.



4. ხელოვნების ნიმუშის საიდუმლო იმაშია, რომ შეგეძლოს საკუთარი შთაგონების წყაროების დამალვა.

თქვენ შეიძლება შთაგაგონოთ დიდებულმა ადამიანებმა, მაგრამ თუ თქვენ იმ მდგომარეობაში ხართ რომ მთელი მსოფლიო გიყურებთ. თქვენი ქმნილებები უნიკალური უნდა იყოს.


 5. ადამიანის დაფასება უნდა ხდებოდეს იმით თუ რას გასცემს ის და არა იმით რისი მიღწევა შეუძლია მას. შეეცადეთ იყოთ არა წარმატებული, არამედ დაფასებული.


თუ თვალს გადავავლებთ მსოფლიოს ცნობილ ადამიანებს, თითოეულმა მათგანმა მსოფლიოს ღირებული რამ დაუტოვა.უნდა გასცე, რომ შეძლო მიღება. როდესაც თქვენი მიზანი გახდება სამყაროსათვის რაიმე ღირებულების შემატება, თქვენ შეძლებთ ცხოვრების შემდეგ ეტაპზე გადასვლას.



 6. არსებობს ცხოვრების 2 გზა: თქვენ შეგიძლიათ იცხოვროთ ისე თითქოს სასწაული არ არსებობს, ანდა შეგიძლიათ იცხოვროთ ისე , თითქოს ყველაფერი ამ სამყაროში სასწაულია.


თუ იცხოვრებთ ისე, რომ ამ სამყაროში სასწაული არ არსებობს, თქვენ შეძლებთ დაბრკოლებების გარეშე გააკეთოთ ის რაც მოგესურვებათ. თუ თქვენ იცხოვრებთ ცხოვრების მეორე წესით თქვენ გარშემო ყველაფრით დატკბებით. სულ მცირეოდენი სილამაზითაც კი. ხოლო თუ იცხოვრებთ ორივე მათგანით თქვენი ცხოვრება ბედნიერი და პროდუქტიული იქნება.



7. როცა მე საკუთარ თავს და გონებას ვუფიქრდები, ვხვდები, რომ ჩემთვის ფანტაზია და შთაგონება გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე პრაგმატული აზროვნება.

ოცნებები... ყველაფერზე რისი მიღწევაც შეგიძლიათ. მიეცით თქვენს გონებას საშუალება შექმნა თავისი სამყარო, რომელშიც ისურვებდით ცხოვრებას.



8. რომ იყოთ ცხვრის ფარის სრულფასოვანი წევრი, ამისათვის პირველ რიგში ცხვარი უნდა იყოთ.

თუ გსურთ ბიზნესმენობა, თქვენ ახლავე უნდა დაკავდეთ ამ საქმით. არ არის საჭირო ფიქრი, სიფრთხილე და შიში შესაძლო შედეგებზე. ეს თქვენ წინ ვერ წაგწევთ. რომ მოიგოთ ამისათვის თამაშია საჭირო.



9. უნდა ისწავლოთ თამაშის წესები და შემდეგ ითამაშოთ ყველაზე უკეთ.

ისეთივე მარტივია, როგორც ყველაფერი გენიალური.



 10. უმნიშვნელოვანესია ის რომ არ შემწყვიტოთ კითხვების დასმა. ცნობისმოყვარეობა ადამიანს შემთხვევით არ მიეცა

ჭკვიანი ადამიანები ყოველთვის სვამენ კითხვებს. ეკითხებიან საკუთარ თავსაც და სხვებსაც. ეს აუცილებელია გადაწყვეტილების მიღებისათვის

P.S ალბათ მნახველთა 90 % ვერც შეამჩნია რომ აქ მხოლოდ ცხრა წესია :D


სულ კომენტარები: 0
იმისათვის რომ თქვენ დაამატოთ კომენტარი უნდა გაიაროთ
რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
გამოკითხვა
გამოკითხვა
ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას ?
სულ უპასუხა: 47
Top News
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

-------------------------------------