შესვლა


მთავარი სიახლეები საკითხავი ზღვის ეშმაკი
მინი ჩატი
200
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ზღვის ეშმაკი


     თევზი საშიში შესახედავია თავისი დიდი პირითა და სლიპინა კანით.ზურგის ფარფლზე გააჩნია 6 სხივისებრი წანაზარდი.ამ 6 წანაზარდიდან 3 თავის არეშია განლაგებული.მუცლის არე მას თეთრი აქ ხოლო ზედაპირი შოკოლადისფერი.ბინადრობს 50-200 მეტრ სიღმეებზე.
     ძირითადად არსებობს ორი ტიპის ზღვის ეშმაკი: ევროპული და ამერიკული.ევროპული "ზღვის ეშმაკი”-ს ბინადრობის არეალია ბარენცის ზღვიდან დაწყებული შავი ზღვით დამთავრებული,ხოლო ამერიკული კი ნიუ-ფაუნდლენდიდან დაწყებული ბრაზილიამდე.საშუალო სიგრძე 1.5-2 მეტრია ხოლო მასა 200 კილოგრამამდე აღწევს.თავზე თვალების უკანა ნაწილში წანაზარდი ამშვენებს, რაც სიღრმეში ბინადრობისთვის იდეალური პირობაა.
     ითქმის მთელ სიცოცხლეს ეს თევზი ფსკერზე ატარებს.სწორედ ასე ნადირობს.გაუნძრევლად წევს,შეფერილობაც და სლიპინა ზედაპირიც ხელს უწყობს დარჩეს შეუმჩნეველი და მასთან მსხვერპლის მიახლოებასთან ერთად აღებს უზარმაზარ პირს და წყალთან ერთად შთანთქავს მას.გადაადგილების საკმაოდ უცნაური სტილი გაჩნია.მუცელზე განლაგებული ფარფლების საშუალებით ფაქტობრივად ფსკერზე დახტის.ქვირითობის პერიოდში ისინი 400-2000 მეტრამდე სიღრმეში ჩადიან.ერთი თევზი დაახლოებით 1.3-3 მილიონამდე ქვირითს ყრის.ქვირითობის პროცესი საინტერესო.დაახლოებით ნახევარი მეტრი სიგანის და 10 მეტრი სიგრძის მასა რომელიც წარმოქმნილია პატარ პატარა ქვირითების ერთობლიობით, გასაოცარ სანახაობას ქმნის.საბოლოოდ მარცვლები ერთმანეთს შორდება და ცალ-ცალკე იწყებენ ტივტივს, 6 დღის შემდეგ კი ისინი თავკომბალებად იქცევიან.
     ურჩხული ადამიანს არანაირ საფრთხეს არ უქმნის, მაგრამ თუ მას შემთხვევით ფეხს დააბიჯებ, დიდი ალბათობაა, რომ მისი ბასრი კბილებიც იგემო.მეთევზეებს ხშირად დაუჭერიათ 1.8-ზე მეტრი სიგრძის ურჩხული თუმცა კი ყოფილა ისეთი ფაქტებიც რომ ზოგიერთი მათგანისთვის თითიც მოუჭამია.
     იმის გათვალისწინებით რომ ეს თევზი შავ ზღვაში ბინადრობს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში არასდროს აღმოუჩენიათ.ამ თევზის შემზარავი იერის მიუხედავად მას ძალიან გემრიელი ხორცი აქ და ევროპის რესტორნებში დიდი პოპულაროპბითაც სარგებლობს.

 







სულ კომენტარები: 0
იმისათვის რომ თქვენ დაამატოთ კომენტარი უნდა გაიაროთ
რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
გამოკითხვა
გამოკითხვა
ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას ?
სულ უპასუხა: 47
Top News
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

-------------------------------------