შესვლა


მთავარი სიახლეები საინტერესო ამბები ტრაგიკული ისტორია,რომელმაც მსოფლიო შეძრა
მინი ჩატი
200
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ტრაგიკული ისტორია,რომელმაც მსოფლიო შეძრა


ეს ისტორია არის ჯარისკაცზე, რომელიც ვიეტნამიდან სამხედრო მოვალეობის მოხდის შემდეგ შინ ბრუნდებოდა. მან მშობლებს სან ფრანცისკოდან დაურეკა.
„დედა, მამა, მე შინ ვბრუნდები, მაგრამ მსურს რაღაც გთხოვოთ. მე მყვას მეგობარი რომლის შინ ჩამოყვანაც მინდა".

„რა თქმა უნდა", – უპასუხეს მშობლებმა.

„მაგრამ არის რაღაც, რაც უნდა იცოდეთ, იგი ერთ–ერთ ბრძოლაში საშინლად დაზიანდა. ხელი და ფეხი დაკარგა. მას არსად წასასვლელი არ აქვს და მსურს, რომ ჩვენთან იცხოვროს", – აღნიშნა შვილმა.

„ვწუხვართ ამ ისტორიის მოსმენა რომ გვიწევს. შესაძლოა შევძლოთ მისი დახმარება და მოვუძებნოთ საცხოვრებელი ადგილი", – განუმარტეს მშობლებმა.

თუმცა შვილმა ეს ყველაფერი უარყო და განაცხადა, რომ სურდა მის მეგობარს მათ სახლში ეცხოვრა.

„შვილო, შენ ვერ ხვდები რას ითხოვ. ვიღაც, მსგავსი ტრაგედიით შესაძლოა მძიმე ტვირთი იყოს ჩვენთვის. ჩვენ ჩვენი ცხოვრების წესი გვაქვს და არ შეგვიძლია მსგავს სიტუაციას შევეგუოთ. ალბათ უკეთესი იქნება თუ შინ დაბრუნდები და ამ ადამიანის შესახებ ყოველივეს დაივიწყებ. დარწმუნებული ვარ, იპოვის გზას და ცხოვრებას ისე განაგრძობს, როგორც მას სურს". – აღნიშნა მამამ.

ამ საუბრის შემდეგ, ორი დღის განმავლობაში, მშობლებს შვილისგან არაფერი სმენიათ. ორი დღის შემდეგ კი მათ სან ფრანცისკოდან სატელეფონო ზარი მიიღეს.

მათი ვაჟი შენობის სახურავიდან გადმოვარდნის შემდეგ გარდაიცვალა. პოლიცია კი თვლიდა, რომ საქმე სუიციდს ეხებოდა.

ელდანაცემი მშობლები სან ფრანცისკოში წავიდნენ და მათ შვილის სხეული ამოიცნეს. თუმცა, საშინელი რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ: მათ შვილს მხოლოდ ერთი ფეხი და ერთი ხელი ჰქონდა!

ეს ტრაგიკული ისტორია, საკმაოდ ცნობილია. ამ ტრაგედიამ მრავალი ადამიანის გულისტკივილის გამოწვევა შეძლო.


სულ კომენტარები: 0
იმისათვის რომ თქვენ დაამატოთ კომენტარი უნდა გაიაროთ
რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
გამოკითხვა
გამოკითხვა
ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას ?
სულ უპასუხა: 47
Top News
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

-------------------------------------