იმისათვის, რომ ჩვენი შვილის რეალური შესაძლებლობები დავადგინოთ, საჭიროა მასთან პატარა ასაკიდანვე ყურადღებით ვიყოთ. როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან, სიცოცხლის პირველივე წელს შეიძლება მივხვდეთ, რამდენად ნიჭიერი, გონიერი და საზრიანია ჩვენი შვილი. როგორც წესი, ყველა მშობელი თავის შვილს ყველაზე ნიჭიერად მიიჩნევს, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, არ გასცდეთ ობიექტურობის ზღვარს. ფსიქოლოგების ნაწილი ირწმუნება, რომ 3 წლის პატარა დაახლოებით 10–15%–ით ავლენს საკუთარ ნიჭს, თვისებებს და ამა თუ იმ სფეროს მიმართ ინტერესს. რაც შეეხება მუსიკალურ და მხატვრობის ნიჭს, პატარები ამას დაახლოებით 1 წლის ასაკიდან ავლენენ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, იყოთ ყურადღებით, რათა არ გამოგეპაროთ ის ძვირფასი მომენტი, როცა შვილს თქვენი განსაკუთრებული ხელ
ბავშვთა უმეტესობამ არ იცის იმ მასშტაბური ზიანის შესახებ, რაც "კოსმოსურ მონსტრებთან” მრავალსაათიან "ბრძოლებს” მოაქვთ. წარმოდგენა არ აქვთ, რა არის ინტერნეტ–დამოკიდებულება. გარდა იმისა, რომ თვალებისთვის მავნეა, კომპიუტერთან ხანგრძლივად უმოძრაო პოზაში ყოფნის გამო, მოზარდში კისრის, ზურგის, ხელის მტევნების კუნთებში ტკივილი ვლინდება. დიდი ალბათობაა, რომ ბიჭები სუსტები და უძლურები გაიზარდონ, ხოლო გოგონებს ლამაზი ტანდეგობა არ ჰქონდეთ.