შესვლა


მთავარი სიახლეები სასარგებლო რჩევები სასარგებლო მზესუმზირა
მინი ჩატი
200
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
სასარგებლო მზესუმზირა


ის ჩემპიონია E ვიტამინის შემცველობაში. ამ ვიტამინის სამიზნე თავისუფალი რადიკალებია-მთავარი მიზეზი სიმსივნური დაავადებების. თესლის მეოთდეხს ცილა წარმოადგენს, რომლის შემადაგენლობაში შედის ყველა შეუცვლელი ამინომჟავა, მათ შორის მეთიონინი-ცუდი ქოლესტერინის მტერი. პატარა მზესუმზირების მუჭაში ექვსჯერ მეტი მაგნიუმია, ვიდრე მთელ ჭვავის პურში. ბუნებაში იშვიათი სელენიც არის ამ მზის საჩუქარში. კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, ცინკი, იოდი და რკინაც მზესუმზირაში ორგანიმისთვის იოლად ასათვისებელ ფორმაში არიან. თეთრი შავ ფრაკში გამოწყობილი თესლი, სხვადასხვა ვიტამინების პალიტრას შეიცავს: მწვანე C, სტაფილოსფერი E, ოქროსფერი D, მუქი ფერების B ჯგუფის ვიტამინები. ერთი სიტყვით აპოლონის ძღვენი საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა თრომბოზების, ინსულტის და ინფარქტისთვის.


სამწუხაროდ მზესუმზირის არასწორი დამზადებისგან მისი მთელი სარგებელი დადის ნოლზე. ყველაზე სასარგბელოა უმი თესლები დღეში 100გრ ოდენობით. ტემპერატურა კლავს ვიტამინებს, გადაჭარბებული მოხმარება ტვირთავს ღვიძლს, ნაადრევი გარჩევა ანადგურებს ანტიოქსიდანტებს, ჩენჩო ანგრევს კბილების მინანქარს და აბინძურებს ნაწლავებს. იმისათვის რომ მიიღოთ სარგებელი დაუგდეთ ყური დიეტოლოგების რჩევებს. ყველაზე უფრო სასარგებლოა პესტიციდების გარეშე, საკუთარ ნაკვეთზე მოყვანილი მზესუმზირა მითუმეტეს, რომ ის ყველგან მოდის-მთავარია მზე იყოს. მირთმევის წინ ისინი კარგად უნდა გარეცხოთ, რადგანაც ხშრად მზესუმზირა დაბინძურებულია სხვადასხვა ნაწლაური პარაზიტებით, მწერებით, ქიმიკატებით, მიკრობებით და ა.შ. გარეცხილი სველი მზესუმზირა ტაფაზე მოხალეთ, არ დაგავიწყდეთ განუწყვეტლივ მორევა - დამწვარ მზესუმზირაში სარგებელი არაა. ასე რომ თუ არ დაიზარებთ შესძლებთ მაქსიმალურად შეინარჩუნოთ ვიტამინები და მიკროელემნტები.
ბევრი სამედიცინო „საშინელების" და აკრძალვების მიუხედავად, მზესუმზირაზე უარის თქმა შეუძლებელია. რაც მეტს მიირთმევ, მით მეტი გინდა. მათ ხომ თითებით მიირთმევენ, სადაც ბევრი ნერვული დაბოლოებაა, რომლებსაც ძალიან სიამოვნებთ ამგვარი მასაჟი. ფსიქოლოგები მზესუმზირის განადგურების პროცეს მედიტაციას ადარებენ. ეს პროცესი ადამიანს წყვიტავს გარე და შინაგან პრობლემებს, ეს ანტიდეპრესანტები თითქოს აძინებენ ნერვულ სისტემას. ამ მეთოდს ექიმი ნარკოლოგებიც მიმართავენ პაციენტებთან, რომლებიც თამბაქოს მოხმარებას ებრძვიან. მზესუმზირის ჭამის დროს როგორც სიგარეტის მოწევისას, მუშაობენ ერთი და იგივე თითების და ტუჩების რეცეპტორები, იდაყვის სახსარიც იგივე მიმართულებით მოძრაობს. ეს აძლევს საშუალებას ტვინი მოატყუო, მოხსნა სტრესი და აღიდგინო ვიტამინების დანაკლისი, რომელსაც განიცდის მწეველი.




სულ კომენტარები: 0
იმისათვის რომ თქვენ დაამატოთ კომენტარი უნდა გაიაროთ
რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
გამოკითხვა
გამოკითხვა
ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას ?
სულ უპასუხა: 47
Top News
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

-------------------------------------