როგორი იქნება მსოფლიო 100 წლის შემდეგ - Www.Gegartoba.Tk
შესვლა


მთავარი სიახლეები საინტერესო ამბები როგორი იქნება მსოფლიო 100 წლის შემდეგ
მინი ჩატი
200
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
როგორი იქნება მსოფლიო 100 წლის შემდეგ


თანამედროვე ფუტუროლოგებმა ცნობილი ამერიკელი მეცნიერის, ჯონ ელფრეტ უოტკინსის 1900 წელს გაკეთებული პროგნოზები შეაფასეს და განსაზღვრეს, რამდენად რეალურია მეცნიერის წინასწარმეტყველება, რომელიც მომავლის მსოფლიოს ეხება. ფუტუროლოგებმა იან პირსონმა და პატრიკ ტაკერმა ელფრეტის პროგნოზებს თავიანთი კომენტარები დაურთეს და შეაფასეს, როგორი იქნება მსოფლიო ზუსტად 100 წლის შემდეგ, 2112 წელს.

1. ოკეანეებში ათასობით ფერმა გაშენდება და მოსახლეობისთვის სურსათის უზარმაზარი მარაგის წარმოება დაიწყება.
ეს პროგნოზი შესაძლოა, გამართლდეს. იმ დროისთვის პლანეტას 10 მლრდ ადამიანის გამოკვება მოუწევს, რასაც დედამიწის რესურსი არ ეყოფა. ამგვარ ოკეანურ ფერმებში არამარტო თევზის ხელოვნური გამრავლება, არამედ წყალმცენარეების გადამუშავებაც მოხდება, რომელსაც სათბობად და საკვებ პროდუქტებად გამოიყენებენ. წყალმცენარეების გენმოდიფიცირებული ჯიშები ატმოსფეროდან აზოტის დიდ მოცულობას შთანთქავენ და მტკნარი წყლის 68%-ს გამოათავისუფლებენ.

2. ადამიანები ერთმანეთისთვის აზრების გადაცემას შეძლებენ.
ხელოვნური ტელეპატია სავსებით რეალურია თუ აზრების გაცვლას ტვინის ელექტროიმპულსების გადაცემას შევადარებთ.

3. გენეტიკის სფეროში გაკეთებული აღმოჩენების წყალობით, შესაძლებელი გახდება ადამიანის შექმნა, რომელსაც განუსაზღვრელი ინტელექტი და უკვდავობის შანსი ექნება.

ამის შანსი 10-დან 9-ის ტოლია. ტვინის პირდაპირი კავშირი კომპიუტერთან ადამიანებს უკვდავყოფს. გენური ინჟინერიაც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სიცოცხლის გახანგრძლივებაში. საბოლოოდ კი ელექტრონული უკვდავების ფასი მასებისთვის ხელმისაწვდომი გახდება და მის გამოყენებას ყველა შეძლებს.

4. ადამიანი სრულად გააკონტროლებს ამინდს.
ეს პროგნოზი 10-დან 8 ქულით შეფასდა. ამინდის შესაცვლელად გარკვეული მეთოდები უკვე არსებობს და მათი სრულყოფაც შესაძლებელია. სამაგიეროდ, ეს მეთოდები იმდენად ძვირად ღირებული იქნება, რომ მას მხოლოდ კრიტიკულ შემთხვევებში გამოიყენებენ.

5. ანტარქტიდა აუთვისებელი ტერიტორიის სტატუსს დაკავრგავს.
ეს პროგნოზიც 8 ქულით ფასდება. ანტარქტიდა ამ დრომდე არც ერთი სახელმწიფოს კუთვნილება არაა და დედამიწის რესურსების ხელუხლებელ მარაგს წარმოადგენს. მისთვის ბრძოლა უკვე დაწყებულია და სავარაუდოდ, უფრო აქტიურ ფაზაში გადაინაცვლებს. თუმცა ანტარქტიდის ათვისების სფეროში მსოფლიო მკაცრ ეკოლოგიურ ნორმებს დაემორჩილება.

6. ადამიანის სხეულში ნანორობოტებს შეუშვებენ, რომლებიც სისხლის დინებას შეერევიან და გზადაგზა ჩვენს დაზიანებულ უჯრედებს აღადგენენ. მათ ადამიანის აზრების დამახსოვრებაც შეეძლებათ.
ამ წინასწარმეტყველების ახდენის შესაძლებლობას თანამედროვე მეცნიერები 10-დან 7 ქულით აფასებენ. თუმცა აღიარებენ, რომ ნანორობოტები ჯერჯერობით მხოლოდ თეორიულად არსებობენ. სამაგიეროდ ამ მიმართულებით კვლევები აქტიურად მიმდინარეობს და სწრაფად მიიწევს წინ.

7. მსოფლიოში მხოლოდ 3 ენაზე ისაუბრებენ - ინგლისურად, ესპანურად და ჩინურად.
ამ დროისთვის ბევრი ენა განიცდის კრიზისს, ზოგიერთი დროთა განმავლობაში იკარგება ან უცხო ენების გავლენას განიცდის. ეს პროცესი გრძელდება და საუკუნის შემდეგ დაახლოებით იმ სურათს მივიღებთ, რასაც ელფრეტი გვთავაზობს.

8. ერთსქესიანი ქორწინებები ყველა ქვეყანაში დაკანონდება.
დასავლეთის ქვეყნებში ეს პროცესი მართლაც მასშტაბურად მიმდინარეობს. სამაგიეროდ, აღმოსავლეთში მას რელიგიური მრწამსი კიდევ დიდი ხნის განმავლობაში შეუშლის ხელს.

9. შეიქმნება კოსმოსური ლიფტი, რომელიც დედამიწის მიღმა სამყაროს ყველასთვის ხელმისაწვდომს გახდის.
პროგნოზის გამართლების შანსი 8 ქულით შეფასდა. პირველი კოსმოსური ამწეები მე-20 საუკუნის შუახანებში გამოჩნდება და ყველას დაარწმუნებს, რომ კოსმოსში გასვლის გაცილებით იაფი საშუალებაა. ეს კი კოსმოსური ტურიზმის განვითარებას დააჩქარებს. თუმცა საეჭვოა, მისი ფასები მასობრივად ხელმისაწვდომი გახდეს.

10. ხელოვნური განაყოფიერება ბუნებრივს მთლიანად ჩაანაცვლებს.
ეს პროგნოზი სიმართლისგან არც ისე შორს არის. მსოფლიოში განუხრელად იზრდება სპერმის დონორების გამოყენების რიცხვი. ამ დროისთვის გენეტიკური დაავადებების ემბრიონის დონეზე განსაზღვრა უკვე შესაძლებელია, ამიტომ ადამიანები არჩევანს ხელოვნურად "გადარჩეულ" და 100%-ით ჯანმრთელ ემბრიონებზე გააკეთებენ.

გასულ საუკუნეში ამერიკელმა მეცნიერმა კიდევ რამდენიმე დაუჯერებელი ამბავი იწინასწარმეტყველა, რომელიც დაბალი ალბათობით შეფასდა. მათ შორის უდაბნოების ტროპიკულ ტყეებად გარდაქმნა, ქორწინებების ერთწლიანი კონტრაქტებით ჩანაცვლება და მსოფლიო მმართველობა სუვერენული სახელმწიფოების გარეშე.


სულ კომენტარები: 0
იმისათვის რომ თქვენ დაამატოთ კომენტარი უნდა გაიაროთ
რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
გამოკითხვა
გამოკითხვა
ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას ?
სულ უპასუხა: 37
Top News
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

-------------------------------------