როგორ ვაკონტროლოთ თავი გარდატეხის ასაკში? - Www.Gegartoba.Tk
შესვლა


მთავარი სიახლეები გოგონებისთვის როგორ ვაკონტროლოთ თავი გარდატეხის ასაკში?
მინი ჩატი
200
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
როგორ ვაკონტროლოთ თავი გარდატეხის ასაკში?


მოზარდები ხშირად მტკივნეულად განიცდიან საკუთარ "არაიდეალურ" გარეგნობას, უნდათ, ისევე გამოიყურებოდნენ, როგორც ტოპმოდელები ან თუნდაც მათი კლასის ან სკოლის პოპულარული გოგონები.

ზოგი ამის გამო მუდმივად გაღიზიანებულია, მთელ სამყაროზეა განაწყენებული და ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობაშიც პრობლემები ექმნება. სიტუაციის გამოსწორებასა და დაძლევაში ფსიქოლოგთა რჩევები დაგეხმარებათ.

მართეთ საკუთარი ფიქრები

რატომ ვადარებთ თავს სხვა ადამიანებს და ყველაზე ხშირად - არა ჩვენ სასარგებლოდ? თუ დამთრგუნველ ფიქრებს დროულად არ აღკვეთთ და ნათელ აზროვნებაზე არ გადაერთვებით, ნაღველი ვირუსის მსგავსად ღრმად შეაღწევს და თქვენს ცხოვრებას ნელ-ნელა დაანგრევს.

როგორც ამერიკელი ფსიქოლოგები ირწმუნებიან, მამაკაცებს, ქალებისგან განსხვავებით, სხვებთან თავის შედარება არ ახასიათებთ და, თუ შეადარებენ, როგორც წესი, თავიანთ სასარგებლოდ. ქალები კი ამ სენით ათიდან ცხრა შემთხვევაში იტანჯებიან.

თუ ჩვენი ბებიები სახლსა და ოჯახზე იყვნენ კონცენტრირებული და სხვებისთვის რაიმეს დამტკიცებას არ ცდილობდნენ, თანამედროვე ქალი გარშემო მყოფთა თვალში ყველაფერში სრულყოფილი უნდა იყოს.

დეპრესია ასაკის გამო

თუ 18 წლისა ფიქრობთ, რომ ცხოვრების გზა ია-ვარდითაა მოფენილი, 20 წლის ასაკში ბევრს ნაღველი იპყრობს და განვლილი წლების შეჯამების სურვილი უჩნდება. აი, 20 წლის გახდით. არც ბოიფრენდი გყავთ, არც საზღვარგარეთ ყოფილხართ, თქვენს მეგობარ-თანატოლებთან შედარებით კარგი სამუშაოს შოვნის პერსპექტივა ნაკლებია.

არც მანქანა შეგიძენიათ. თუ ასე იმსჯელებთ, 25-30 წლის ასაკისათვის ფარულ დეპრესიაში გარდამავალ კოშმარსა და საშინელებას უნდა ელოდოთ.

თუ სხვებთან თავის უსასრულო შედარება ცხოვრებას გიწამლავთ, ამჩნევთ, რომ განწყობა გაგიუარესდათ, ყოველ დილით ნაღველითა და წუხილით იწყება, გამოსასვლელ დღეებში არსად წასვლა არ გსურთ, საკუთარ არასრულყოფილებაზე ფიქრი კი ტვინს გიბურღავთ, დროა, ზომები მიიღოთ, თორემ დაკომპლექსებული და გაუწონასწორებელი გახდებით.


სულ კომენტარები: 0
იმისათვის რომ თქვენ დაამატოთ კომენტარი უნდა გაიაროთ
რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
გამოკითხვა
გამოკითხვა
ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას ?
სულ უპასუხა: 37
Top News
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

-------------------------------------