რატომ სჯობს მარტოობა,როცა გარს უამრავი "მტაცებელია"... - Www.Gegartoba.Tk
შესვლა


მთავარი სიახლეები საკითხავი რატომ სჯობს მარტოობა,როცა გარს უამრავი "მტაცებელია"...
მინი ჩატი
200
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რატომ სჯობს მარტოობა,როცა გარს უამრავი "მტაცებელია"...


ამ ბოლო დროს ძალიან მიჭირს ადამიანებთან ურთიერთობა…უფრო მეტად ფრთხილი გავხდი..მეტად ეჭვიანი..ყველა ლამაზი ჟესტის უკან რაღაც გათვლილ-გათამაშებულ სცენას ვხედავ..ყოველი სიჩუმის უკან სხვა რამეს..:(..დავიღალე..ზოგს ვაღიზიანებ..ზოგს მე ვაღიზიანებ…მგონია, ვიცნობ და აღმოვაჩენ ბევრ სიყალბეს მის ქცევებში..ავტომატურად გამოვხატავ აგრესიას რაღაც ფორმით და…"რაა ცივი ვარ".."რაა უგულო"..როგორ არ მესმის"…"ბავშვი ვარ"..და ასე შემდეგ…ეხლახან საუბარს წავაწყდი ორი ახლობელი ადამიანისას..ერთი ვითომ ჩემზე შეყვარებული ბიჭი წერდა და არიგებდა ჩემს ახლობელს, გოგო როგორ უნდა "შეეება"(მაპატიეთ ამ სიტყვის გამო)..იცი, როცა დაგრუზულია შენც უნდა დაიგრუზო ვითომო..სოლიდარობის ნიშნადო..(.გამახსენდა თვითონ როცა ასე აკეთებდა, მე მაშინ გულწრფელი მეგონა და ერთხელ"გამოვიჭირე" კიდეც)... კიდე სიყვარულის ახსნისასო ჩუმად უთხარიო, ჩურჩულითო, აკანკალებული ხმით და აუცილებლად ყურთან ახლოსო..ყველაფერს ბიჭო თავისი დანიშნულება აქვსო:D..მისი "ახსნაც" გამახსენა ამ წინადადებამ..მოკლედ იმდენი რჩევა იყო.ჩემი ახლობელი კაზანოვა გახდება მალე, თუ ინსტრუქციას მიყვა..ხოდა გული "ამერია" ამეების წაკითხვის მერე..რა თამაშია.რა ნიჭი..რა სულმდაბლობა..რატომ გონიათ, რომ თუ გოგონა ხარ, ჭკუა არ გაქვს და შეიძლება მოგატყუონ..კიდევ კაი, რომ არავის ანკესზე წამოვგებულვარ,მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ვარ
ბავშვი ვარ იმაზე მეტად, ვიდრე 17 წელია… იმაზე მეტად მგრძნობიარე ვარ, ვიდრე თქვენ გონიათ..იმაზე მეტად მტკივა და მიჭირს, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ ან ხედავთ,იმაზე მეტად თბილი ვარ,რამდენადაც ცივი ვჩანვარ….განა მე ვთამაშობ მხიარულ, ენაკვიმატ ბავშვს..თავისთავად ხდება ეგაც..ნეტა შემეძლოს თამაში..ბევრჯერ ეგაც მინატრიაა.. შემეძლოს ეგ მოდური”დაკიდებაც”..”გატარებაც”…..სხვისი დარდის უგუველყოფა..სხვისი არ მოსმენა..სხვისი გადათელვა..:(….ხან ამოვიგებ ხმას,ვცდილობ რაღაც ვთქვა,მაგრამ…წვეტ წვეტ ემატება..ემატებაა ყველაფერი დაა..მერე ვიკეტები…მერე მენატრება მარტოობა..ჩემთვის ყოფნაა..ვმუნჯდები….
ვერ ვიტყვი, ძალიან რთული ხასიათის ბავშვი ვარ თქო..მაქვს ჩემი ხუშტურებიც..თუნდაც ბუტიაობა..მწარედ თქმა და პირდაპირ, თუ რამე არ მომწონს..
მომწონდა საინტერესო.მრავალფეროვან ადამაინებთან ურთიერთობა..რაღაც დაკვირვებასავით მქონდა ადრე..რაც მეტად რთული პიროვნება იყო, მეტად მაინტერესესებდა..ვაკვირდებოდი, რისი სწავლა შეიძლებოდა მათგან..რას შევცვლიდი ჩემი შეხედულებით მათ ხასიათში…ისეც მომხდარა,ვაკვირდებოდი, ვუახლოვდებოდი და აღმოჩენილა, რომ ერთი ძალიან უბრალო,”დაზეპირებულ-დაშტამპული” სიტყვების კოლექციონერი ყოფილა.ბევრი მალავს თავის ნამდვილ სახეს..უნებურადაც ხდება ეგ… ჰოდა… დაგროვდა ეგრე ყველაფერი . ეხლა თუ არ ვინტერესდები გაცნობით, უი რა აგრესიული ხარო,რა ამაყიო,რატომო..
ადამიანის გაცნობა და შესწავლა ისეთი რთული რამეა..იმდენად ძნელი საფეხურები და პერიოდები აქვს, სურვილიც არ მაქვს ამისი და ძალაც..და+ შიშიც …შიში იმისი, რომ იმ ადამიანის უკან სხვა არ დავინახო…ტკივილი არ მივიღო….და მერთვება ეგ თავდაცვის მექანიზმი.. ვცდილობ დისტანცია დავიკავო..ხანდახან ამ დისტანციის დროსაც ვაკვირდები მის რეაქციას დაა მოქმედებებს.. ალბათ ავადმყოფობა ეგ ადამიანების დაკვირვება, შესწავლა და სიფრთხილე;(…. ისე გამომდის ეხლა, თითქოს ამის გამო ვეცნობოდი ან ვიცნობ ამ ადამაინებს..არაა… ბევრი მათგანი ჩემთვის უკვე ახლობელია..ვაფასებ..პატივს ვცემ ,ვუსმენ,მისმენენ..მომწონსს.მაგრამ ისეც მომხდარა, რომ ვინც ახლოს მოვუშვი ,გულში და სულში ჩავახედე, უფრო მატკინა,ვიდრე ვისთანაც დისტანცირებული ვიყავი..
მიყვარს მარტოობა…ერთადერთი "ადამიანია” ვისთანაც კარგად ვგრძნობ თავს და არ მტკენს….მეხმარება, რომ ჩემი სამყარო მქონდეს..ჩემი ფერებით,ჩემი სცენით..ყველაფერი ჩემეულია იქ..ჩემი შექმნილი..მერე რა რომ ფანტაზიით..
ხშირად მითქვია მომავლისკენ გახედვის მეშინია თქო.უფრო და უფრო მეშინიაა უკვე..:(….რომ დავუკვირდე ღრმად უაზრობაა ბევრი რამე..მოვალეობაა..შესასრულებელი გეგმასავითაა….ეტაპებია რაღაც,საფეხურები გასასვლელი..რისთვის თქო ,ხშირად ვუფიქრდები ეს ბოლო პერიოდი..:( ან რის ფასად………..სულიერ სიმშვიდეს იქ ვერ ნახავ….მაშინ უნდა ისწავლო გადავლა,დამცირება,ცხოვრების რქებით გატანა… არ შემიძლია….სიმშვიდე მიყვარს, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან გიჟუკელა და მხიარული ბავშვი ვარ…ჰგონიათ სულ ასეთი სიცოცხლით სავსე და ენერგიული ვარ…არაა…..სხვებთან კი…მაგრამ მხოლოდ მარტოობამ იცის მე როგორი ვარ… ჩემი ასეთი ხასიათის გამო ბევრისთვის ძალიან რთული ადამიანი ვარ..ისეთი..”აუ მაგას ვერ გაუგებ რაა”.”აუ მაგას იმიჯი აქვს ეგეთი”..ეგ ძალიან ცივი და უხეში ადამიანია…”აუ რა თავს იფასებს”… ეს მცირე ჩამონათვალი ,რაც ჩემზე მომისმენია….:(…
მარტოობავ..შენ ხომ მიცნობ და იცი როგორიც ვარ…მხოლოდ შენთან შემიძლია მოვუსმინო ჩემს გულს…მიხვდე ჩემს ფიქრებს..დავიმშვიდო სული..მხოლოდ შენთან..სხვას ეგ ან არ შეუძლია ან ეკარგებათ სურვილი… სულის სხვანაირი დამშვიდებაც შეიძლება და მინატრია ეგაც..ნეტაა წამიყვანა მონასტერში და იქ მაცხოვრა თქო..მაგრამ,ადმაიანებს ვისაც მე ძალიან ვუყვარვარ და საკუთარ თავზე მეტადაც კი ვერ ვატკენ გულს…
მინდოდა და დავწერე..ვწერ სპონტანურად და იმას,რასაც ვგრძნობ..არა იმისთვის, რომ ვინმეს ჩემი თავი გავაცნო,არა იმისთვის, რომ ვინმეში სიბრალული გამოვიწვიო,არა იმისთვის, რომ თქვან ,ეს ვერააო..:)არც ვქალობ,არც მინდა ეგ…ვარ პრანჭია,მიხარია ჩემი ბავშვობა და ნეტა სულ ბავშვად დავრჩე..და ამაზე მეტ ტკივილს არ მივიღებდე ადამაინებისგან,ვისთვისაც ჩემი "ბავშვობაც” გამაღიზიანებელია ან პირიქით”ხელწამოსაკრავი”… უბრალოდ არის მომენტები, როცაა ყელში მაწვება დაა..უნდა ამოვუშვა,რომ გული არ გამისკდეს..ხშირ შემთხვევაში სიტყვები უფრი დიდ ტკივილს აყენებს ადამიანებს, ვიდრე სხვა რამ...დაა გთხოვთ ნუ ვიქნებით დაუნდობლები და ნუ ვატკენთ სხვებს.რადგან მერე ეგ დიდხანს ამჩნევია გულს..:)


სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 bequriko7771   (2014-11-26 9:47 PM)
გული მეტკინა რომ წავიკითხე, მეც თითქმის შენს დღეში ვარ ;))

იმისათვის რომ თქვენ დაამატოთ კომენტარი უნდა გაიაროთ
რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
გამოკითხვა
გამოკითხვა
ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას ?
სულ უპასუხა: 37
Top News
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

-------------------------------------