შესვლა


მთავარი სიახლეები საინტერესო ამბები მწვანე ვარდები
მინი ჩატი
200
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
მწვანე ვარდები


2003 წელს საქართველოს პარლამენტში ახლანდელმა "ამა ქვეყნისა მეუფეებმა" წითელი ვარდები შემოაბრდღვიალეს, 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხალხმა წითელი ხუთიანები შემოხაზა, საქართველოს დროშამ წითელი უფრო შეიფერა, პრეზიდენტსაც წითელი ფერის ლენტების გაჭრა ეხალისებოდა ახლადგახსნილი ქარხნებისა თუ
კლინიკების წინ... ერთი სიტყვით, 2010 წლამდე საქართველოში მზეც კი წითლად ანათებდა!
 წელს წინა პლანზე მწვანე ფერმა გადმოინაცვლა.მიხეილ ცაგარელს მივმართე კითხვით ამის შესახებ და მიპასუხა – სატურნის ეტლი მზის თვალში გაეყარაო. ჰოდა ამ კაცს რომ ვერაფერი გავუგე, ისევ ჩემებური დაკვრვება განვაგრძე: ერთ–ერთ სათხილამურო კურორტზე ჩვენი პრეზიდენტი მწვანე სპორტულებში გამოწყობილი დასრიალებდა, მერე იმავე ფერის ტანსაცმლით რაღაც დიაგრამებზე მიგვანიშნებდა თავისი ჯოხითა თუ წკეპლით. დიდი ხანია, რაც სკოლებში მწვანე დაფები შეიტანეს, მაგრამ ახლა საკლასო ოთახებს მწვანე კომპიუტერებიც დაამშვენებს (აი, ის კომპიუტერები, სექტემბრიდან პირველკლასელებს მშობლიურ ქართულთან ერთად მშობლიურ ინგლისურსაც რომ შეასწავლიან). ალბათ პრეზიდენტს მწვანე ჩაიც უყვარს გამწვანებულ ბუნებაში სეირნობა და სხვ. და სხვ. შესაძლოა საქართველოს დროშაზე მალე თეთრ ფონზე მწვანე ჯვრებიც გამოჩნდეს.მაგრამ ამ ყველაფრის გამო ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი პრობლემა წამოიჭრა ჩვენ წინაშე – ამხანაგი სააკაშვილი მის მიერ ხსენებულ დავითისა და გოლიათის ბრძოლაში რომ გაიმარჯვებს, კრემლში რა ფერის ვარდებით უნდა შევიდეს? ჰოოოოო... ამ საკითხზე სასწრაფოდ უნდა დავიწყოთ მუშაობა. როგორც ვიცი, მწვანე ვარდის ჯიშები ჯერ არ გამოუყვანიათ. ერთი წინადადება მაქვს, იქნებ სამშობლოდან გაყრილი ქართველი მეცნიერები უკან დავაბრუნოთ






სულ კომენტარები: 0
იმისათვის რომ თქვენ დაამატოთ კომენტარი უნდა გაიაროთ
რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
გამოკითხვა
გამოკითხვა
ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას ?
სულ უპასუხა: 47
Top News
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

-------------------------------------