შესვლა


მთავარი სიახლეები საკითხავი მამაკაცის ფსიქოლოგია
მინი ჩატი
200
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
მამაკაცის ფსიქოლოგია


მამაკაცის ფსიქოლოგიის საინტერესო შტრიხები

 მამაკაცებს უყვართ მწვადის შეწვა შამფურზე, ნაკვერჩხლებზე. ნებისმიერი საქმე, კერძის მომზადებაც კი, მათთვის მაშინ არის საინტერესო, თუ გარკვეული საფრთხის შემცველია.
-ყურში საყურეგარჭობილი მამაკაცი შესაძლოა ქორწინებისთვის უკეთ მომზადებული აღმოჩნდეს. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ უკვე გამოსცადა ტკივილი, მეორეც, იცის სამკაულის შერჩევა და შეძენა.
- ცოლთან გაყრილ მამაკაცზე დაქორწინება ეკოლოგიური თვალსაზრისით არის გამართლებული: საყოველთაოდ ცნობილია, რომ მამაკაცები ქალებზე ნაკლებნი არიან, ხოლო ყოველგვარი რესურსი, რომელიც ცოტაა, ხელმეორედ უნდა გამოვიყენოთ.
-მამაკაცები ერთობ თავდაჯერებული ხალხია. ზოგი მათგანი ისეა საკუთარ თავში დარწმუნებული, რომ როდესაც ტელევიზორში სპორტულ შეჯიბრებას უყურებს, ჰგონია, თუ ძალების კონცენტრირებას მოახდენს, თავის გუნდს დაეხმარება.
- მამაკაცებს უყვართ ტელეფონების ისეთი მოდელები, რომლებსაც ბევრი ღილაკი აქვს.Eეს მათ თავს მნიშვნელოვან პერსონად აგრძნობინებს.
-მამაკაცებს უყვართ, დილის გაზეთებს პირველი გაეცნონ. იმაზე ფიქრიც კი, რომ პირველი არ არის, მამაკაცის ფსიქიკაზე დამღუპველად მოქმედებს.
-ვერც ერთი მამაკაცი ვერ იტანს ფრაზას ”მოდი, ჩვენს ურთიერთობაზე ვისაუბროთ”.
-თუ მამაკაცები საოცრად მგრძნობიარენი არიან. თუ მამაკაცმა ბუხარი დაანთო და შეშის უკანასკნელი ნაჭერი ბოლომდე არ ჩაიწვა, ეს შესაძლოა პირად შეურაცხყოფად აღიქვას.
-მამაკაცის სხეულის საშუალო ტემპერატურა ქალისაზე მაღალია. ასე რომ, თუ ზამთარში ბინა საკმარისად არ თბება, გირჩევთ, მასთან ერთად დაიძინოთ.
-ქალები ტანსაცმელს მამაკაცებზე მეტად უვლიან და მეტი სერიოზულობით ეკიდებიან ჩაცმას. არავის უნახავს, მამაკაცს წვეულებაზე მასავით ჩაცმული კაცის დანახვაზე თავი გაწბილებულად ეგრძნოს.
-მამაკაცების უმრავლესობა ვერ იტანს საყიდლებზე სიარულს. ამიტომ არის, რომ მაღაზიებში მამაკაცის ტანსაცმლის სექციები I სართულზე, კართან ახლოს არის განთავსებული.
-თუ მამაკაცმა სადილი მოგიმზადათ და სალათში სამზე მეტი კომპონენტი შეურია, ჩათვალეთ, რომ მას თქვენს მიმართ სერიოზული ზრახვები აქვს.
-თუ მამაკაცი ეუბნება ქალს: ”დაგირეკავ” და არ ურეკავს, ეს იმას ნიშნავს, რომ დაავიწყდა და არა იმას, რომ ტელეფონის ნომერი დაკარგა ან მოკვდა. დასკვნა: მას არ სურს ქალთან დარეკვა.
- მამაკაცების თავდაჯერებულობა სათავეს ბავშვობიდან იღებს, რადგან საკუთარ წარმოსახვაში ისინი სუპერგმირებთან იდენტიფიცირდებიან. ქალებს, როგორც წესი, ასეთი მაღალი თვითშეფასება არ აქვთ, რადგანაც ბავშვობაში ისინი საკუთარ თავს თოჯინასთან აიგივებენ.
-კლიმაქსი მამაკაცებში რადიკალურად განსხვავებულად მიმდინარეობს, ვიდრე ქალებში: როდესაც ქალს მენოპაუზა აქვს, სუქდება და ალები აწუხებს; როდესაც მამაკაცს ეწყება ანდროპაუზა, ის ცდილობს გაიცნოს ახალგაზრდა გოგონები და შესაძლოა, მოტოციკლსაც კი მოახტეს.
-მამაკაცები საოცრად გულმავიწყები არიან. ამიტომაც არის, რომ სპორტული გადაცემების ტრანსლაციის დროს საინტერესო მომენტებს გამეორებით აჩვენებენ.


სულ კომენტარები: 0
იმისათვის რომ თქვენ დაამატოთ კომენტარი უნდა გაიაროთ
რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
გამოკითხვა
გამოკითხვა
ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას ?
სულ უპასუხა: 47
Top News
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

-------------------------------------