შესვლა


მთავარი სიახლეები საინტერესო ამბები კიმ კარდაშიანს თავზე ფქვილი გადააყარეს
მინი ჩატი
200
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
კიმ კარდაშიანს თავზე ფქვილი გადააყარეს


სომხური წარმოშობის ამერიკელი ტელევარსკვლავი, კიმ კარდაშიანი დასავლეთ ჰოლივუდში სასტუმრო The London- ში ახალი სუნამოს ხაზს პრომოუშენს უკეთებდა, როდესაც ყველასთვის მოულოდნელად უცნობმა ქალბატონმა თეთრი ფხვნილი გადააყარა.

საღამოზე ვარსკვლავს შავი შარვალი, ქურთუკი და ლურჯი ბლუზა ეცვა; ვარსკვლავის ზურგი და თმა მთლიანად თეთრი ფხვნილით დაიფარა. როგორც ვებგვერდი TMZ აცხადებს, ეს ფქვილი იყო.

TMZ- ის ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ ვარსკვლავმა დედასთან, კრის ჯენერთან ერთად წითელი ხალიჩა დატოვა და სასტუმროს კერძო ოთახში წავიდა. გავრცელებული ინფორმაციით, თავმდამსხმელი პოლიციამ დააკავა.
იდრე ფქვილს გადააყრიდნენ, ვარსკვლავი წითელ ხალიჩაზე ფოტოგრაფებისთვის პოზირებდა, პრესისთვის ინტერვიუს წერდა და ავტოგრაფებსაც გულუხვად არიგებდა.

დანაშაულის მოტივი უცნობია. სავსებით შესაძლებელია, დამნაშავე ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელი იყოს და დანაშაულის მოტივი ვარსკვლავის ბეწვეულისადმი სიყვარულს უკავშირდებოდეს.

ნოემბერში ცხოველთა დაცვის ამერიკულმა ორგანიზაციამ PETA- მ ვარსკვლავის წინააღმდეგ გაილაშქრა. ორგანიზაციამ ლოს-ანჯელესში ბილბორდიც კი განათავსა, სადაც ბეწვის ქურთუკში გამოწყობილი ვარსკვლავი ორ მელიას შორის არის და ფოტოს ამშვენებს წარწერა: "კიმ, ამ პატარებს დედა ენატრებათ. ის შენს მხრებზე ხომ არ არის მოსხმული?".


სულ კომენტარები: 0
იმისათვის რომ თქვენ დაამატოთ კომენტარი უნდა გაიაროთ
რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
გამოკითხვა
გამოკითხვა
ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას ?
სულ უპასუხა: 47
Top News
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

-------------------------------------