იყო ქალი ,გახდა კაცი,შემდეგ დედა - Www.Gegartoba.Tk
შესვლა


მთავარი სიახლეები საინტერესო ამბები იყო ქალი ,გახდა კაცი,შემდეგ დედა
მინი ჩატი
200
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
იყო ქალი ,გახდა კაცი,შემდეგ დედა


დიდ ბრიტანეთში დაფიქსირდა შოკისმომგვრელი შემთხვევა, რომელიც ჯერ ბრიტანეთში არ დაფიქსირებულა. 30 წლის ტრანსექსუალმა, რომელიც ქალად გაჩნდა და შემდეგ კაცად გადაიკეთა თავი, თავის გეი შეყვარებულს შვილი გაუჩინა.


როგორც 24 წლის ჯეისონი აცხადებს, მისმა მეწყვილე პოლმა (ნამდვილი სახელი უცნობია) დილის შვიდ საათზე გააღვიძა, ორსულობის ტესტი მოისროლა და გამაოგნებელი ახალი ამბავი უთხრა.

ანერვიულებულმა პოლმა უთხრა: "შენ მალე მამა გახდები.”

30 წლის პოლი, რომელიც ქალბატონი დაიბადა, გახდა პირველი კაცი დედა, როდესაც მას შეეძინა ქალიშვილი ერთი წლის წინ.

"იმ საღამოს, როცა პოლმა გამაღვიძა და ეს ამბავი მითხრა, ჩემთვის უზარმაზარი შოკი იყო. მე შევშინდი და პანიკაში ჩავვარდი.”



"შემდეგ ჩვენ ვილაპარაკეთ ფაქტებზე. მას შეეძლო დაორსულება, რადგან ჯერ კიდევ ჰქონდა შერჩენილი ქალური რეპროდუქტიული ორგანოები და ის იღებდა აბებს მამაკის პოტენციის ჩამოსაყალიბებლად.”

"მე ვფიქრობდი, რომ შვილები სამომავლოდ კარგი იქნებოდა, მაგრამ არა ჩვენი ერთად ყოფნიდან 6 თვის შემდეგ.”

"რა თქმა უნდა, ჩვენ ძლიერ გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ ბავშვის გაჩენით გამოწვეული შედეგები, თავისთავად მძიმე იქნებოდა.”

ეს იყო მეორე შოკისმომგვრელი ინფორმაცია ჯეისონისთვის, რომელმაც პოლი სამი წლის გაიცნო, როგორც მომავალი მეგობარი. პირველი ასეთი ამბავი პოლის სქესის იყო. ჯეისონს წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ბიჭი, რომელსაც ის ხვდებოდა გოგოდ დაიბადა.

ჯეისონმა – რომლის გვარიც ჩვენთვის უცნობია – თქვა : "ჩვენ ვიჯექით ეზოში, როდესაც პოლი მომიბრუნდა და მითხრა, რომ მას რაღაც ჰქონდა ჩემთვის მოსაყოლი”

"მან მითხრა, რომ ის არ იყო ჩვეულებრივი კაცი, რომ ის იყო ტრანსექსუალი და თინეიჯერობის ასაკში შეიცვალა სქესი. ანუ, ადრე ის იყო ქალი.”

"მე შოკში ვიყავი, მაგრამ არ შევიმჩნიე, ვფიქრობ, კარგად გამომივიდა. თავდაპირველად ვიფიქრე, რომ არაფერი გამოგვივიდოდა, რადგან პოლს ჰქონდა ქალური სხეული, მაგრამ მოგვიანებით მივხვდი, რომ სქესი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე აღნაგობა.”

"მე ვიყავი მისით აღფრთოვანებული და საბედნიეროდ არასოდეს შემიხედავს მისთვის, ისე როგორც ქალს, რადგან თავად იყო მონდომებული, რომ მასთან თავი კარგად მეგრძნო.”

სამთვიანი შეხვედრების შემდეგ, ჯეისონი პოლის სახლში გადაბარგდა ჩრდილოეთ ინგლისში და დიდი და მათი ურთიერთობის მხარდამჭერი წრის საშუალებით, ისინი დაკავდნენ აქტიური სოციალური ცხოვრებით. საერთო პაბთან ერთად, ისინი მოგზაურობდნენ მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნებში, მონაწილეობას იღებდნენ მარათონში ქალაქ პარიზში და ორ კვირიან არდადეგებს ატარებდნენ ლონდონში.

მაგრამ მათი ურთიეთობა ძლიერ შეიცვალა მას შემდეგ, რაც პოლის მუცელში ბავშვი ჩაისახა.

ბავშვის დაბადებიდან წყვილს შორის განხეთქილებაა – ჯეისონი არ არის მზად, რომ იყოს მამა და გააგრძელოს თავისი ქალიშვილის ნახვა.



მან თქვა : "ტესტორონის ინექციებს უნდა დაერღვიათ პოლისთვის საშვილოსნოს უჯრედები და მისი დაორსულება არ უნდა მომხდარიყო. პოლმა მითხრა, რომ ერთი ინექვია გამოტოვა, იმის გამო, რომ ჩვენ ვიყავით სამოგზაუროდ და სწორედ ეს უნდა იყოს იმის მიზეზი, რატომაც დავორსულდიო. რა თქმა უნდა, მე არ ვარ გულგატეხილი, მაგრამ უკეთესი იქნებოდა ეს ერთად დაგვეგეგმა”

ჯეოსიონი ასევე ყვება, თუ როგორ შეიცვალა ფიზიკურად პოლი ორსულობის განმავლობაში.

"იმის გამო,რომ პოლი აღარ იღებდა ტესტორონებს, უფრო და უფრო დაემსგავსა ქალს, გაეზარდა მკერდი, მუცელი და სუნიც კი სხვანაირი ასდიოდა.”

"დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ მე მქონდა ისეთთან ურთიერთობა, რომელთანაც წესისა და რიგის მიხედვით არ უნდა მქონოდა. მე არ მინდოდა პოლისთვის გული მეტკინა, ამიტომ ჩემში ძალიან ბევრი გრძნობა მოვთოკე.”

"ჩემმა ოჯახმა ორსულობის შესახებ 4 კვირის შემდეგ გაიგო. ეს იყო ჩემთვის ორმაგი დაბრკოლება, რადგან პირველ რიგში დედაჩემისთვის უნდა ამეხსნა, რომ პოლი ტრანსექსუალი იყო, შემდეგ კი ის, რომ დედაჩემი ბებია გახდებოდა. მე არ ვამტყუნებ მას, იმის გამო, რომ ყურმილი დამიკიდა, რადგან მას კინაღამ გული წაუვიდა.”

"დღეს ყველაფერი კარგდაა. ყველანი გაგებით ეკიდებიან იმ ფაქტს, რომ პოლი პირველი მამაკაცი დედაა.”

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თავდაპირველად, როცა ჯეისონმა პოლის ორსულობის შესახებ შეიტყო, მათი ურთიერთობა დამძიმდა და გაყრამდეც კი მივიდა, თუმცა ჯეისონმა მის ცვლილებეს გაუძლო და მოთმინებით მოეკიდა.

წყვილი დღეს-დღეობით ერთად ცხოვრობს და თავიანთ ქალიშვილს ყურადღებით ზრდის. პოლი განაგრძობს მამაკაცად გახდომას, ჯეისონი კი ეგუება მამობას.


სულ კომენტარები: 0
იმისათვის რომ თქვენ დაამატოთ კომენტარი უნდა გაიაროთ
რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
გამოკითხვა
გამოკითხვა
ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას ?
სულ უპასუხა: 37
Top News
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

-------------------------------------