ემინემის ინტერვიუ - Www.Gegartoba.Tk
შესვლა


მთავარი სიახლეები ცნობილი ადამიანები ემინემის ინტერვიუ
მინი ჩატი
200
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ემინემის ინტერვიუ


თქვენი ახალი ალბომი წინა ალბომებთან შედარებით სრულიად განსხვავებულია. არცერთ სიმღერაში არ არის ვინმეს გაკიცხვა.ესეიგი ეს თქვენი ახალი სტილია?
 -დიახ ეს ასეა.

ანუ ძველი slim shady აღარ დაბრუნდება?
 -ვფიქრობ რომ აღარ. ეს იყო წარსულში. ვფიქრობ რომ გავიზარდე, შევიცვალე და დავსერიოზულდი. ამასთან შემეცვალა ბევრ რამეზე აზრი.

თქვენი ძველი სიმღერები თითქმის ყველა ორიენტირებული იყო ქალებზე და მათთან გართობაზე. განა მსგავს ტექსტებზეც იტყვით უარს?
-რაც ადრე მითქვამს ეს იყო ის რასაც იმ წამს ვფიქრობდი. როგორც ვთქვი უკვე გავიზარდე და ვფიქრობ მსგავსი ტექსტების დაწერა არ გამომადგება.

როგორც ვიცით თქვენ დედათქვენმა ცილისწამებისთვის გიჩივლათ. სად არის ეხლა ის და რა ურთიერთობა გაქვთ მასთან?
 -ის ისევ დეტროიტშია თუმცა ეჭვი მეპარება პატიოსანი გზით შოულობდეს ფულს. მასთან დღემდე დაძაბული ურთიერთობა მაქვს.

არაერთხელ გითქვამთ რომ ვერ იტანთ გეებს. დღეს რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?
 -თუ ორ ადამიანს უყვარს ერთმანეთი რა არის ამაში ჯოჯოხეთური? ვიქრობ რომ ყველას აქვს უფლება იყოს ბედნიერი.

 უამრავი ადამიანი აღიარებს თქვენს რითმებს. თქვენ მოგიხსენიებენ როგორც ნიჭიერ თანამედროვე პოეტს. წაკითხული გაქვთ პოემები? -
-არასდროს არ წამიკითხავს არც პოემა და არც ლექსი. საერთოდ არ გახლავართ დიდი მკითხველი.

რას ეხება თქვენი ალბომი სახელწოდება?
 -ჩემს განკურნებას ნარკოტიკებისაგან.

სად მკურნალობდით?
-მკურნალობა საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა. თავიდან ვმკურნალობდი Brighton-ში , მერე ჩვეულებრივ რეგულარულ საავადმყოფოში. თუმცა საბოლოოდ სახლში გადავწყვიტე მკურნალობა. ამ დროს ბაქს ბანის ვგავდი

რას ნიშნავს ეს?
 -საავადმოყოფოებში მთელი დრო მიჰქონდა ავტოგრაფების დარიგებას და ფაქტიურად ვერაფერს ვაკეთებდით. ბოლოს გავექეცი ყველაფერს და სახლში გადავწყვიტე დარჩენა.

ბილბორდის ჟურნალმა თქვენ ყველაზე გაყიდულ ალბომების ავტორად დაგასახელათ. რაში იყენებდით ფულს?
 -ბევრს ჰგონია რომ მე ნარკოტიკებს ვყიდულობდი თუმცა ეს ასე არაა. ყოველთვის მინდოდა ჭკვიანი ვყოფილიყავი. ფულს ვინახავ, ვაგროვებ და არაა გამორიცხული რაიმე ბიზნესი წამოვიწყო.

რას ფიქრობთ დღევანდელ რეპზე?
 -ვფიქრობ რომ დღეს რეპი განვითარებულია. არიან ძალიან კარგი ახალბედა შემსრულებლები.

რატომ არ გეგმავთ მაშტაბურ ტურებს?
 -ამ დროს დიდი ცდუნებაა თავიდან გავხდე ნარკომანი ამიტომ ვცდილობ ავირიდო მაშტაბური ტური.

როგორ გგონიათ, ნარკოტიკებს არ მიეკარებით?
 -ამას არ გავაკეთებ ჩემი ბავშვების გამო. გარდა ამისა ექიმს კვირაში ერთხელ ვხვდები. უკვე ორი წელია არაფერს მივკარებივარ.

როგორია ბავშვების მარტო აღზრდა? როგორ ფიქრობთ კარგი მამა ხართ?
 -მე ჩემი შვილები ძალიან მიყვარს. მათი მხარდაჭერით ვარ დღეს ჯანმრთელი. ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის რომ ბავშვებს ჰქონდეთ ის ცხოვრება , რომელიც მე არასდროს მქონია.

თქვენ მთლიანად დაუბრუნდით რეპს?
 -დიახ მე დავბრუნდი.
























სულ კომენტარები: 0
იმისათვის რომ თქვენ დაამატოთ კომენტარი უნდა გაიაროთ
რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
გამოკითხვა
გამოკითხვა
ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას ?
სულ უპასუხა: 37
Top News
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

-------------------------------------