ალკოჰოლი და ზოდიაქოს ნიშნები - Www.Gegartoba.Tk
შესვლა


მთავარი სიახლეები სასარგებლო რჩევები ალკოჰოლი და ზოდიაქოს ნიშნები
მინი ჩატი
200
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
ალკოჰოლი და ზოდიაქოს ნიშნები


ვერძი - ეს ადამიანი ალკოჰოლის მიღების გარეშე იმპულსური, დაუფიქრებელი, ზოგჯერ უტაქტო და აგრესიულიც კია, ხოლო თუ ის ნასვამია, მაშინ თქვენს წინაშე უკვე საკმაოდ საშიში სიტუაცია მწიფდება. ვერძს სიფრთხილე მართებს ალკოჰოლის მიღებისას და უნდა შეეცადოს არ გადააჭარბოს, რადგან ამან მოსალოდნელია დაძაბული და კონფლიქტური სიტუაციების შექმნას შეუყოს ხელი. იმის მიუხედავად, რომ ვერძს მაგარი სასმელები ვნებს (მას განსაკუთრებით კუჭისა და თირკმელების პრობლემები ექმნება ხოლმე), ის უპირატესობას მაინც ასეთ სასმელს ანიჭებს – ვისკი და კონიაკი მისი საყვარელი ალკოჰოლური სასმელია. ვერძს უყვარს დინამიურობა, სისწრაფე, აზარტულია და როდესაც ის ნასვამია, არც თუ იშვიათად მანქანით სწრაფად გასეირნება უნდება, რაც ბუნებრივია ავარიულ სიტუაციებს ერთი-ორად ზრდის. სხვათა შორის ვერძის სუსტი წერტილი თავია, ამიტომ, არც თუ იშვიათად ნასვამი ვერძი ტრავმებს სწორედ თავის მიდამოებში იღებს. მისთვის ყველაზე სასიკეთო წითელი ღვინოს მიღებაა.

კურო – ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი ალკოჰოლის მიღებისას მთელ ზოდიაქოში ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი ნიშანია. მას შეუძლია შესანიშნავი რომანტიკული საღამო გაჩუქოთ, ამასთან არც დახარჯულ ფულზე იწუწუნოს, თუმცა ეს ნუ მოგატყუებთ. არ გირჩევთ კუროს სასმელის მიღების შემდეგ საქმეები ურჩიოთ და საკუთარ ჩვევებზე უარის თქმა მოსთხოვოთ. კურო დიახაც რომ მომთმენია, თუმცა თუ მოთმინებამ უღალატა, მაშინ თქვენ ტორნადოში მოხვედრის კარგი პერსპექტივა გიჩნდებათ. გაიხსენეთ, კურო ხარია და ასე რომ, ხარის წინ წითელი ნაჭრის ფრიალს ნუ მოჰყვებით. ალკოჰოლური სასმელებიდან კურო, ისევე როგორც ლომი უფრო… მაღალფასიანს ანიჭებს უპირატესობას, რადგან თვლის, რომ ძვირი ავტომატურად ხარისხს გულისხმობს. კუროს სუსტი წერტილი ყელია, ამიტომ, ალკოჰოლის გადაჭარბებულად მიღებას განსაკუთრებით ის კურო უნდა მოერიდოს, რომლის პროფესია და საქმიანობა ხმასთან არის დაკავშირებული (მაგალითად, მომღერალი, დიქტორი და ა. შ.). კუროსთვის ასევე არ არის რეკომენდებული ლუდის გადაჭარბებული მიღება, რადგან მიდრეკილია წონის მომატებისადმი, ამიტომ, ეს მომენტი ყურადღებას ითხოვს.

ტყუპი – საერთოდ ტყუპის ნიშნით დაბადებული ადამიანი ალკოჰოლის დიდი მოყვარული არ არის, თუმცა არც ახლობელი ადამიანების წრეში ის არასდროს იტყვის უარს რამოდენიმე ჭიქა სასმელზე. მას სიმთვრალე ადვილად ემჩნევა და პირველი რაც მის სიმთვრალეს ამტკიცებს ეს არის გაუთავებელი და ხმამაღალი ლაპარაკი ჟესტიკულაციის თანხლებით (ამავე დროს ის საუბრის დროს არც თუ ცოტა შეცდომას უშვებს). ნასვამი ტყუპი თავგადასავლებს ეძებს და სწორედ ამ დროს უჩნდება მოგზაურობის, უფრო სწორად კი ხეტიალის სურვილი, ეს კი ტყუპისთვის არც თუ სასიამოვნოდ სრულდება ხოლმე, ამიტომ, ამ ადამიანმა ალკოჰოლის მიღების დროს რაც შეიძლება ნაკლები უნდა ისაუბროს და იხეტიალოს. ეს ნიშანი აგრესიულობით არ გამოირჩევა და კინკლაობის ან ჩხუბის მოთავედ თითქმის არასდროს გვევლინება. სხვათა შორის ზომიერად ნატურალური ღვინის მიღება ტყუპის ნიშნით დაბადებული ადამიანს ორგანიზმში მიკროელემენტების აღდგენაში ეხმარება. მისთვის ყველაზე მეტად სასარგებლოა მშრალი და ასევე მუსკატის ღვინო.

კირჩხიბი – ისევე როგორც კუროს და ლომის, ისე კირჩხიბის ნიშნით დაბადებული ადამიანი გურმანია და გემოვნებით არჩევს როგორც საკვებს, ისე ალკოჰოლურ სასმელს. კირჩხიბის სუსტი წერტილი კუჭია და არც თუ იშვიათად მას ალკოჰოლის მიღების შემდეგ კუჭის მომატებული მჟავიანობა აწუხებს ხოლმე, ამიტომ, მან ამ ფაქტს ყურადღება უნდა მიაქციოს. კიდევ ერთი მომენტი რაც კირჩხიბისა და ალკოჰოლის ურთიერთობებს შეეხება ის არის, რომ ნასვამი კირჩხიბი აგრესიული კი არა, დეპრესიული ხდება და სწორედ მაშინ ახსენდება ვინმემ თუ რამე აწყენინა და ამის გამო აპათიაში ვარდება ხოლმე _ ამას კირჩხიბის მომატებული მგრძნობიარობა ახდენს, ამასთან კირჩხიბმა არ უნდა მიიღოს ალკოჰოლი ახალ და სავსემთვარეობის დროს, რადგან ამ ნიშანს სწორედ მთვარე მართავს და ამ დროს კირჩხიბის ემოციური სისტემა დაძაბულია. კირჩხიბისთვის მისაღები უფრო რბილი ალკოჰოლური სასმელია მისაღები, შესაძლოა, ეს სამკურნალო მცენარეებზე დაყენებული ლიქიორი იყოს, რომელიც შესანიშნავი გემოთი და არომატით გამოირჩევა.

ლომი – რაც შეეხება ლომის ნიშნით დაბადებული ადამიანს, ის საერთოდ, არამც თუ ალკოჰოლს, არამედ ყველანაირ საზეიმო მიღებებსა და რომანტიკულ საღამოებს პატივს სცემს. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანისთვის არ არსებობს "ოქროს შუალედი” – ის თუ "სვამს”, მაშინ მთელმა ქალაქმა უნდა გაიგოს. მას შეუძლია ერთ საღამოს რესტორანში მთელი თვის ჯამაგირი დახარჯოს, შეუკვეთოს საუკეთესო საჭმელი, სასმელი, მუსიკა და შემდეგი ერთი თვე მხოლოდ ჰამბურგერებით იკვებოს. ნასვამი ლომი ყველას მასპინძლობს – მარჯვნივ და მარცხნივ ფულს ხარჯავს, ის ბუნებით ხელგაშლილია – არ უნდა დაგვავიწყდეს ლომი მეფეა და ეს ვლინდება მის ხასიათშიც. სასმელის შერჩევისას ლომი უფრო ფასს აკვირდება, ვიდრე გემოს ან არომატს, მთავარია მასში ძვირი გადაიხადოს და მეორე დღეს ამ მოვლენაზე ხალხმა ისაუბროს. მისი სუსტი წერტილი გულია, ამიტომ, მას ამ კუთხით ყურადღება მართებს. ნასვამი ლომი როგორც ყველა ცეცხლის ნიშანი, აგრესიულია და მასთან კონფლიქტში ნუ შეხვალთ.

ქალწული – ქალწულის ნიშნით დაბადებული ადამიანი თვლის, რომ კოქტეილი და ჭიქა ვისკის გადაკვრა – დროის უბრალოდ დაკარგვაა. ეს ადამიანი რეალისტი, ორგანიზებული და მოწესრიგებულია, ასე რომ, მას იშვიათად ნახავთ ნასვამს. ბუნებით ქალწულის ნიშნით დაბადებული ადამიანები აქტიურ მსმელთა რიცხვს ნამდვილად არ მიეკუთვნება, ამის მიუხედავად მას ზოგჯერ მაინც უწევს ალკოჰოლური სასმელის მიღება და ამას დიდი ენთუზიაზმის გარეშე აკეთებს. მას სუსტი საჭმლისმომნელებელი სისტემა აქვს, ამიტომ, ყველანაირად ცდილობს მოერიდოს ალკოჰოლს. ამასთან – ქალწულის ნიშნით დაბადებული ადამიანი ბუნებით ესთეტია და მას არ ხიბლავს ნასვამმა აქეთ-იქით იყიალოს და საკუთარი იმიჯს გამოუსწორებელი დარტყმა მიაყენოს. თუმცა თუ მან სადმე დასალევად გადაწყვიტა, ესე იგი სიტუაცია დახვეწილი და რაფინირებულია, ამასთან მოსალოდნელია ამ დროს მან მომგებიანი პროექტიც გაჩარხოს. სხვათა შორის, ამ ნიშანს მიდრეკილება აქვს კოლექციონერობისადმი და არ არის გამორიცხული მის სახლში ნაირ-ნაირი ალკოჰოლური სასმელიც აღმოაჩინოთ.

სასწორი
– საერთოდ სასწორის ნიშნით დაბადებული ადამიანი, ისევე როგორც ტყუპისა და მერწყულის ნიშნები, ალკოჰოლისადმი დიდი მიდრეკილებით არ გამოირჩევა, ამასთან მას უფრო ე. წ. "ტკბილი სუფრა” ხიბლავს, სადაც შედარებით რომანტიკული სიტუაცია, ამასთან ეს სუფრა პოეზიითა თუ მუსიკით არის გაჯერებული (სასწორს ხომ ხელოვნების მართველი პლანეტა ვენერა მართავს). ზოგადად ეს ნიშანი ფსიქიკურად და ფიზიკურად ჯანმრთელია, სიმთვრალეში აგრესიით არ გამოირჩევა, თუ მას მორიელის გავლენა არ გააჩნია (ეს უფრო 14-23 ოქტომბერში დაბადებულ ადამიანებს ეხებათ). სასწორის სუსტი წერტილი თირკმელებია, ამიტომ, ამ ნიშნით დაბადებული ადამიანმა ალკოჰოლი ბოროტად არ უნდა გამოიყენოს, რადგან მოსალოდნელია ეს მისთვის სავალალოდ დამთავრდეს. ცოტა ნატურალური ღვინის მიღება სასიკეთოა და ამ ადამიანის ორგანიზმს მიკროელემენტებით გაამდიდრებს. ეს ადამიანი გამოირჩევა გემოვნებით და მას ხიბლავს არომატული ალკოჰოლური სასმელი – კონიაკი, ვისკი, რომი, კალვადოსი, თუმცა არც ჩილის ან ფრანგულ ღვინოზე იტყვის უარს.

მორიელი – მორიელის ნიშნით დაბადებულ ადამიანისა და ალკოჰოლის ურთიერთობა შეიძლება ვთქვათ, მრავალგანზომილებიანია. ამ ნიშნის მართველი (უფრო სწორად თანამართველი) პლანეტა მარსია, რომელიც აგრესიულობითა და ფეთქებადობით გამოირჩევა, რაც ბუნებრივია მოქმედებს მორიელზეც. ეს ადამიანი დალევაზე უარს არ ამბობს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ალკოჰოლის მიღების შემდეგ ემოციებზე კონტროლს კარგავს და შესაძლოა, კონფლიქტურ სიტუაციაშიც აღმოჩნდეს. არც თუ იშვიათად კინკლაობასა და დაძაბულ სიტუაციებსაც თვითონაც უდებს სათავეს. ნასვამი მორიელი უნდა მოერიდოს ურთიერთობების გარკვევასა და კონფლიქტურ სიტუაციებს, რადგან ამ ყოველივეს მისი ცხოვრების დანგრევა შეუძლია. სხვათა შორის მორიელი ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ნიშანია და ალკოჰოლის მიღების შემდეგ უჩნდება რომანტიკული ურთიერთობების დაწყების ან განახლების სურვილი. მორიელის სუსტი წერტილი შარდ-სასქესო ორგანოებია და ზოგჯერ გადაჭარბებული ალკოჰოლის მიღება ამ კუთხითაც უქმნის პრობლემებს. საერთოდ, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ნასვამ მორიელთა სიფრთხილე და წინდახედულობაა საჭირო, რათა უმნიშვნელო გახუმრებამაც რაიმე პროვოკაციული სიტუაცია არ შექმნას.

მშვილდოსანი – ამ ადამიანს უყვარს მოგზაურობა, ბევრი გადაადგილება, ხმაურიანი კომპანიები, ყურადღების ცენტრში ყოფნა და ამ დროს ყველაფერს სიამოვნებით აკეთებს და ასწრებს, მათ შორის ალკოჰოლის მიღებასაც. მშვილდოსანი ეგზოტიკური ნიშანია და ცდილობს ეგზოტიკური ალკოჰოლი მიიღოს – ეგზოტიკურ სიტუაციაში. საერთოდ, უპირატესობას უფრო მსუბუქ სასმელს ანიჭებს – ლუდი, ღვინო, პორტვეინი, ლიქიორი. ფხიზელი მშვილდოსანი ტაქტითა და დიპლომატიით არ გამოირჩევა და ნასვამი შესაძლოა, ცოტა უხეშიც კი გახდეს, ზოგჯერ აქვს აგრესიულობის მომენტებიც. ნასვამი მშვილდოსანი მანქანის საჭესთან უკვე სახიფათოა, რადგან საერთოდ მიდრეკილია ტრავმებისადმი და ამ დროს ბუნებრივია იზრდება ავარიული სიტუაციები. მშვილდოსნის სუსტი წერტილი ღვიძლია, მითუმეტეს, რომ ალკოჰოლის სისტემატური მიღება ამ ორგანოს ძალიან აზიანებს, ამიტომ, ეს მომენტი ყურადღებას ითხოვს. სხვათა შორის მშვილდოსანს უმართლებს უცხოელებთან ურთიერთობების დროს, თუმცა თუ მან ამ ურთიერთობებში ალკოჰოლი ბოროტად გამოიყენა და სულ სხვა სახით წარმოჩნდა ახალი ნაცნობების წინაშე, მაშინ შესაძლოა, მან სერიოზული პერსპექტივები გაუშვას ხელიდან.

თხის რქა – საერთოდ თხის რქის ნიშნით დაბადებული ადამიანი არ მიეკუთვნება აქტიურ მსმელთა რიცხვს, რადგან თვლის, რომ ასე ის საკუთარ ჯანმრთელობასა და კარიერას საფრთხეს შეუქმნის. რაიმე კომპანიაში შესაძლოა თხის რქა ვერ შევნიშნოთ, რადგან მას არ უყვარს ხმამაღლა ლაპარაკი. თუმცა მას ადვილად შეამჩნევთ ცნობილი და მდიდარი ადამიანების გვერდით. მსგავს ადამიანებთან ნაცნობობა და მეგობრობა თხის რქების სისუსტეა. ბუნებით თხის რქა მელანქოლიკია და შესაძლოა, მას ალკოჰოლის მიღების შემდეგ დეპრესიაც კი მოეძალოს. თხის რქის სუსტი წერტილი ძვლოვანი სისტემაა, ამიტომ, ეს ნასვამი თხის რქა მიდრეკილია კიდურების ტრავმებისადმი. მისთვის ალკოჰოლი უფრო თავის გამოჩენის საშუალებაა, ამიტომ, მას სიამოვნება ანიჭებს, როდესაც სახელგანთქმულ ბრენდს მიირთმევს. მას ერთი ჭიქა კარგი წითელი ღვინო საჭმლის მონელებაში ეხმარება და ამასთან გუნება-განწყობილებასაც გამოუკეთებს. სხვათა შორის ქალწულის ნიშანთან ერთად თხის რქაც სასმელების კოლექციონერობისკენ არის მიდრეკილი.

მერწყული – მერწყული უცნაური და ორიგინალური ადამიანია და ეს ვლინდება ალკოჰოლის მიღების დროსაც. შესაძლოა, მან კონიაკს დააყოლოს რძე, ხოლო ვისკი ლუდის ჭიქით დალიოს. მერწყულს ალკოჰოლი უფრო ნერვული დაძაბულობის მოსახსნელად სჭირდება, ამასთან უფრო მეგობრებთან ერთად დროის გატარება უყვარს და ხმაურიანი კომპანიები მაინცა და მაინც არ ხიბლავს. მერწყულის ნიშნით დაბადებულ ადამიანს დრო და დრო შინაგანი ტრანსფორმაციისთვის განმარტოება სჭირდება და ამ განმარტოვების დროს სრულიად შესაძლებელია რამდენიმე ჭიქა მარტომაც კი დალიოს. ალკოჰოლის გადაჭარბებულად მიღება მას პრობლემებს ნერვულ სისტემასთან და მხედველობასთან დაკავშირებით უქმნის, მითუმეტეს, რომ ამ ნიშანს ნევრული სისტემა არც თუ ისე მდგრადი აქვს. მერწყულს ძალიან უყვარს თავისუფლება და დამოუკიდებლობა და თუ ეს აკლია, მაშინ ალკოჰოლის მიღების შემდეგ ამ საკითხს წინ მთელი სიმძაფრით წამოსწევს ხოლმე. სხვათა შორის, მერწყული ბუნებით გამომგონებელია და ალკოჰოლი მას ზოგჯერ სიახლეების დანერგვის იმპულსსაც აძლევს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მან ყოველთვის ალკოჰოლს უნდა მიმართოს.

თევზები – ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანს უყვარს ბევრი სითხის მიღება – ცივი, ყინულიანი წყლით დაწყებული, 10-12 ჭიქა ყავით, ჩაით და წვენით დამთავრებული. თევზებმა ძალიან კარგად იცის, რომ ზოგადად მისთვის ალკოჰოლი მავნებელი, საქმე იმაშია, რომ ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი ჩქარა თვრება და ამის შემდეგ ის მომენტალურ დეპრესიაში "ვარდება”, ამიტომ არც თუ იშვიათად ნასვამი თევზები ცხოვრებაში საბედისწერო შეცდომებს უშვებს. გარდა ამისა, თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანს, ისევე როგორ სხვა წყლის სტიქიით დაბადებულ ადამიანებს, მიდრეკილება აქვს მოწამვლისადმი, ასე რომ, მან არ უნდა მიიღოს საეჭვო წარმოშობის ალკოჰოლი. ასევე არ არის სასურველი სუფრაზე ყოფნის დროს ყველა სასმელი დააგემოვნოს, რადგან ეს ნაბახუსევის ერთ-ერთი წინაპირობაა. სამწუხაროდ, თევზებს ხშირად ალკოჰოლისადმი გადაჭარბებული ლტოლვა უჩნდებათ ხოლმე. აქვე უნდა ითქვას, რომ სწორედ სასმელის დაგემოვნების სურვილის გამოა, რომ თევზების ნიშნით დაბადებული ადამიანი შესანიშნავი სომელიე გამოდის.


სულ კომენტარები: 0
იმისათვის რომ თქვენ დაამატოთ კომენტარი უნდა გაიაროთ
რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
გამოკითხვა
გამოკითხვა
ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას ?
სულ უპასუხა: 37
Top News
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

-------------------------------------