აინშტაინი - Www.Gegartoba.Tk
შესვლა


მთავარი სიახლეები საკითხავი აინშტაინი
მინი ჩატი
200
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
აინშტაინი


ცოლი
აინშტაინის ცოლს კითხეს, თუ რას ფიქრობდა ის თავის ქმარზე. მან უპასუხა:
-ჩემი ქმარი გენიაა! მას შუძლია გააკეთოს საერთოდ ყველაფერი, გარდა ფულისა !

აღმოჩენებზე
ერთხელ ლექციაზე აინშტაინს კითხეს, თუ როგორ კეთდებოდა უდიდესი აღმოჩენები. ის ცოტა ხნით ჩაფიქრდა და უპასუხა:
- დავუშვათ, რომ ყველამ იცის ის , რომ რაღაცის გაკეთება არ შეიძლება უბრალოდ არაა შესაძლებელი, მაგრამ გამოჩნდება ვიღაც ბრიყვი, რომელმაც ეს არ იცის. და ზუსტად ის აკეთებს აღმოჩენებს. ( თავმდაბლობის მაგალითი )

დრო და მარადისობა
ამერიკულმა ჟურნალმა „მისის ტომპსონმა" აიღო ინტერვიუ აინშტაინისგან:
- როგორია თქვენი შეხედულება, განსხვავებაზე დროსა და მარადისობას შორის?
- შვილო ჩემო, მე რომ მქონდეს დრო, ამ ყველაფრის ასახსნელად, მაშინ გავიდოდა მარადისობა, სანამ თქვენ ამას გაიგებდით.

დიად ფიქრებზე
ერთმა ახალგაზრდა ჟურნალისტმა, რომელსაც ხელში წიგნაკი და ფანქარი ეჭირა, ჰკითხა აინშტაინს:
- გაქვთ თუ არა ბლოკნოტი ან წიგნაკი, სადაც იწერთ თქვენს დიად ფიქრებს (აზრებს)
აინშტაინმა შეხედა მას და უპასუხა:
- ახალგაზრდავ! სინამდვილეში დიადი აზრები თავში ისე იშვიათად მოდის, რომ არაა რთული მათი დამახსოვრება.

დედოფალი
ერთხელ აინშტაინი იყო მიღებაზე ბელგიის დედოფალთან. ჩაის სმის შემდეგ იყო პატარა სამოყვარულო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა დედობალმაც მიიღო. კონცერტის შემდეგ აინშტაინი მიუახლოვდა დედოფალს და უთხრა:
-თქვენი უდიდებულესობავ, თქვენ ასრულებდით (ცეკვას, სიმღერას) შესანიშნავად, მითხარით, რაში გჭირდებათ დედოფლის პროფესია?

ინტელექტზე
ერთხელ ალბერტ აინშტაინს კითხეს, რაში ხედავდა განსხვავებას მის და დანარჩენი ხალხის ინტელექტს შორის. ის ჩაფიქრდა ცოტახნის და შემდეგ უპასუხა
-როდესაც ხალხი თივის ზვინში ნემსს ეძებს, მათი უმრავლესობა მაშინვე ჩერდება როდესაც იპოვნიან მას. მე კი ვაგრძელებ ძიებას, ვპოულობ მეორე, მესამე თუ ძალიან გამიმართლებს მეოთხესაც და მეხუთე ნემსსაც კი .


აინშტაინის მეუღლეს კითხეს:
- იცით თქვენ აინშტაინის ფარდობითობის თეორია ?
- არც ისე,- გამოტყდა ის. – მაგრამ არავინ მთელ მსოფლიოსი არ იცნობს აინშტაინს ჩემზე კარგად.


წვიმა
ერთხელ როდესაც აინშტაინი სტუმრად იყო, ქუჩაში დაიწყო წვიმა. გარეთ გასულ სტუმარს (აინშტაინს) მასპინძელმა შესთავაზა შლიაპა, მაგრამ მან უარი თქვა:
-რაში მცირდება შლიაპა? მე ვიცოდი, რომ გაწვიმდებოდა და ამიტომაც არ წამოვიღე ჩემი შლიაპა. ნათელია, რომ შლიაპას უფრო დიდი დრო სჩირდება გასაშრობად ვიდრე ჩემს თმას.



ჩარლი ჩაპლინი
აინშტაინი აღმერთებდა ჩარლი ჩაპლინის ფილმებს და დიდი სიმპატიით იყო გამსჭვალული როგორც მისი პიროვნების ასევე მისი ტრაგიკული პერსონაჟების მიმართ. ერთხელ გაუგზავნა ჩაპლინს ტელეგრამა:
„ თქვენი ფილმი „ოქროს ციებცხელება" გასაგებია მთელი მსოფლიოსთვის, და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ გახდებით სახელოვანი ადამიანი. აინშტაინი."
ჩაპლინმა უპასუხა:
„მე თქვენით უფრო აღრფთოვანებული ვარ. თქვენი ფარდობითობის თეორია ვერავინ გაიგო მსოფლიოში, მაგრამ თქვენ მაინც სახელოვანი ადამიანი გახდით. ჩაპლინი."



1. 1952 წლის 9 ნოემბერს ისრაელის პირველი პრეზიდენტის სიკვდილის შემდეგ აინშტაინს შესთავაზეს ისრაელის პრემიერ-მინისტრობა , მაგრამ მან უარი განაცხადა, რადგან მიაჩნდა რომ ძალიან მოხუცი იყო ამ საქმისთვის, თან საკმარისი გამოცდილება არ ჰქონდა.

2. აინშტაინს ცხოვრებაში არ ჩაუცვამს წინდა. მან თქვა, რატომ ჩავიცვა წინდაც და ფეხსაცმელიც, როდესაც ერთი მათგანითაც შემიძლია სიარულიო.


3. აინშტაინმა გამოიგონა მაცივარი , მაგრამ მისი მაცივრები არასდროს იყიდებოდა.

4. აინშტაინს ყავდა უკანონო შვილი.

5. აინშტაინი სკოლაში შესასვლელ გამოცდებში ჩაიჭრა. მოსწავლეები ფიქრობენ, რომ თუ მოსწავლე გამოცდებში ჩაიჭრა, ის ჭკვიანი არაა , მაგრამ ვინ იფიქრებდა, რომ თვით ალბერტ აინშტაინი , მე-20 საუკუნის გენიოსიც კი ჩაიჭრებოდა.



უდიდესი მუსიკოსი
ერთეხელ ალბერტ აინშტაინი და ცნობილი ვიოლენჩელოისტი გრიგორი პიატაგორსკი ერთად გამოდიოდნენ საქველმოქმედო კონცერტზე. მაყურბლებში იჯდა ერთი ახალგაზრდა ჟურნალისტი, რომელსაც უნდა დაეწერა ანგარიში კონცერტის შესახებ. მან მიმართა კითხვით ერთ მსმენელს:
- მაპატიეთ, პიატაგორსკის ჩვენ ყველა ვიცნობთ, მაგრამ ეს აინშტაინი, რომელიც გამოდის დღეს მასთან ერთად ….
- ღმერთო ჩემო, ნუთუ თქვენ არ იცით ეს ხომ სახელოვანი აინშტაინია!
- დიახ , რაღათქმაუნდა , – შერცხვა ჟურნალისტს და რაღაც ჩაინიშნა ბლოკნოტში.
შემდეგ დღეს გაზეთში გაჩნდა სტატია გრიგორ პიატაგორსკიზე და ალბერტ აინშტაინზე – როგორც უდიდეს მუსიკოსებზე და ვირტუოზებზე. აინშტაინზე, რომელიც უკრავდა ვიოლინოს და არაფრით ჩამოუვარდებოდა პიატაგორსკის. ამ სტატიამ ყველას სიცილი მოგვარა, განსაკუთრებით აინშტაინს. მან ეს სტატია ამოჭრა, მუდამ ჯიბით ატარებდა აჩვენებდა ნაცნობებს და ეუბნებოდა
- თქვენ გგონიათ,რომ მე მეცნიერი ვარ ? არა, მე ცნობილი მევიოლინე ვარ, აი ვინ ვარ სინამდვილეში.



მომხსენებლის სირთულეები
ერთხელ აინშტაინი დაძაბულ სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენებას კითხულობდა. კონფერენციის დამთავრების შემდეგ კონფერენციის „ადმინისტრაციამ" ჰკითხა, თუ რომელი მომენტი იყო მისთვის ყველაზე ძნელი. აინშტაინმა უპასუხა:
- ყველაზე დიდი სირთულე იყო, გამეღვიძებინა აუდიტორია თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ, რომელმაც წარმადგინა მე აუდიტორიის წინაშე.


სატელეფონო ნომრებზე
ერთმა ნაცნობმა ქალბატონმა სთხოვა აინშტაინს, რომ დაერეკა მისთვის, მაგრამ გააფრთხილა, რომ მისი ტელეფონის ნომერი ძალიან რთული დასამახსოვრებელი იყო:
- 24-361. დაიმახსოვრეთ? გამიმეორეთ!
- რა თქმა უნდა, დავიმახსოვრე! ორიათეული და 19 კვადრატში.



ყველაფერი ფარდობითია
1943 წელს ერთმა მოსწავლე გოგონამ ვაშინგტონიდან მისწერა აინშტაინს, რომ მისთვის რთული იყო მათემატიკა და უხდებოდა ძალიან ბევრი მეცადინეობა თანაკლასელებს რომ არ ჩამორჩენოდა. აინშტაინმა უპასუხა:
- არ გაბრაზდეთ თქვენს სირთულეებზე მათემატიკასთან, დამიჯერეთ ჩემი სირთულეები გაცილებით დიდია, ვიდრე თქვენი.



ჰანს ეისლერი
აინშტაინი და კომპოზიტორი ჰანს ეისლერი როგორღაც მოხვდნენ ერთად, ერთ სახლში. დიასახლისმა იცოდა, რომ აინშტაინი კარგად უკრავდა ვიოლინოზე, სთხოვა დაეკრა მას ეისლერთან ერთად. კომპოზიტორი დათანხმდა, აინშტაინმაც მოამზადა თავისი ვიოლინო, მაგრამ არაფერი გამოვიდა. რამდენჯერაც ეისლერმა დაიწყო დაკვრა, აინშტაინი ვერა და ვერ ჩაჯდა ტაქტში. ეისლერი ადგა როიალიდან და თქვა:
- არ მესმის მთელი მსოფლიო რატომ თვლის უდიდეს ადამიანად კაცს, რომელსაც სამამდე თვლა არ შეუძლია.


სულ კომენტარები: 0
იმისათვის რომ თქვენ დაამატოთ კომენტარი უნდა გაიაროთ
რეგისტრაცია ან ავტორიზაცია
გამოკითხვა
გამოკითხვა
ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას ?
სულ უპასუხა: 37
Top News
სტატისტიკა
სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

-------------------------------------